დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სასწრაფომ ახალი რეანომობილებით მომსახურება დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/30 14:28:07

ქუთაისის სასწრაფო სამედიცონო დახმარების ცენტრს 4 ახალი რეანომობილი გადაეცა. სამედიცინო ჯგუფები გამოძახებაზე  ახალი რეანომობილებით უკვე გავიდნენ. სამედიცონო პერსონალის განცხადებით, ახალი ტექნიკა მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს, რადგან გაუმართავი ავტომობილების გამო გამოძახებაზე ხშირად დაგვიანებით უწევდათ მისვლა.


რაც შეეხება სამედიცონო ჯგუფებს, მათი რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმერეთის რეგიონის უფროსმა განაცხადა, ქუთაისის სასწარფოს ძველი ავტომობილები იმერეთის რამდენიმე რაიონს გადაეცემა.


მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ქუთაისის სასწრაფო ბუხაიძის 12 ნომერში მდებარე შენობაში დაბრუნდა. როგორც მედპერსონალი აღნიშნავს, ახალ ცენტრში გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ და უმთავრეს პრობლემად  დაბალ ხელფასებს ასახელებენ.


იმერეთის რეგიონს, ჯამში, 41 ახალი ავტომობილი გადაეცა, აქედან 9 ქუთაისს მოემსახურება. ავტომობილები  ცენტრებში წლის ბოლომდე ეტაპობრივად შევა.


ქუთაისის სასწრაფოს ახალი რეანომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა, იმერეთი გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

 

როგორც მათ აღნიშნეს, პირველადი დახმარების პრობლემა ქალაქში მწვავედ იდგა, არ იყო გამართული ტექნიკა და წინა ხელისუფლების, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო სასწრაფო თავის შენობაშიც არ იმყოფებოდა. სახელმწიფოს გადაწყვეტილება ახალი რეანომობილების გადაცემასთან დაკავშირებით მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს, მომავალი წლიდან ექიმების გადამზადება დაიწყება და შესაძლოა, ხელფასების გაზრდაც მოხდეს.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2799
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია