დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი შშმ პირთა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/29 16:18:47

ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ყურადღება შშმ პირებისთვის ისეთ აუცილებელ და სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემებზე გამახვილდა. როგორებიც დასაქმება და ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში პანდუსების მოწყობაა.


ასევე ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოებაზე, რაც ხელს შეუწყობს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი შესაძლებლობისა, ჩაერთოს მერიის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ტიპის პროგრამებში.

 

„მსგავსი ტიპის შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან წინგადადგმული ნაბიჯია მათი პრობლემების დროულად გადასაჭრელად. ჩვენ აქტიურად ვხვდებით საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მათი მოსაზრებები და შენიშვნები მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2367
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია