დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს 9 ახალი რეანომობილი გადაეცემა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/29 14:09:15
საქართველოს მთავრობამ 220 ახალი რეანომობილი შეიძინა, რომელიც რაიონების მიხედვით გადანაწილდება.

არსებული რეანომობილებიდან 4 დღეს უკვე შემოვიდა ქუთაისში, რამდენიმე დღეში კი ქალაქი დამატებით 5 სასწრაფო სამედიცინო ავტომობილს მიიღებს.

მთლიანად იმერეთის რეგიონში 40 რეანომობილი გადანაწილდება.

აღნიშნულის შესახებ დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა, როგორც საკრებულოს დეპუტატმა თეიმურაზ ნადირაძემ აღნიშნა, რეანომობილების დამატებით შემოსვლა ქალაქში სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების დაგვიანების მხრივ არსებულ პრობლემას ნაწილობრივ მოაწესრიგებს.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია