დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქტუალური ბლოგი
ორი ახირება ქუთაისის წინააღმდეგ
2014/10/29 10:57:51

ქუთაისის წინააღმდეგ პირველმა ახირებამ რეგრესის გზაზე დააყენა ქალაქი მას შემდეგ, რაც 1866 წელს, ალექსანდრე ანანოვის ვაჟიშვილები მიხრან და აბგარ ანანოვები, გაემგზავრენ პეტერბურგში და რკინიგიზის ადმინისტრაციაში სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გამოტარება. ანანოვების ინტერესი დაკმაყოფილდა, ბიზნესის წარმოება მათთვის გაიოლდა, მაგრამ ქუთაისი დიდი ხნით ჩამორჩა რკინიგზის მაგისტრალს, ეკონომიკური ჩიხი გახდა და ისედაც ღარიბ ქალაქს მძიმე ჟამი დაუდგა.

 

უიღბლო ქალაქ ქუთაისისთვის მეორე ახირება ჩვენი თანამედროვეა. მას შემდეგ, რაც 2012 წელს, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი ქუთაისში შეუდგა მოღვაწეობას, დედაქალაქში დაბრუნების შესახებ მმართველი უმრავლესობის სურვილი პირველივე დღეს დაფიქსირდა, სურვილი ახირებად იქცა და ყველა გზები მოისინჯა მისი რეალიზებისთვის. თბილისში დაბრუნება კი 2014 წლის სექტემბერში მოახერხდა. ქუთაისს პარლამენტი კონსტიტუციის გვერდის ავლით მოჰყარეს და დედაქალაქის ერთ–ერთ შენობაში ხიზნად შეტენეს, ქალაქს დაუტოვეს “შლაგბაუმი”, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ფუნქციონირებს და სასესიო სხდომების დროს გადაწყვეტილებების მისაღებად, “ნაღები საზოგადოების” ქუთაისში ჩამოსასვლელად შეწუხებას გულისხმობს.

10484744_854931441197321_2053894724_n

თუკი ბიზნესი საკუთარი შემოსავლის ზრდაზეა ორიენტირებული და შემდგომი პრიორიტეტი შეიძლება იყოს საჯარო ინტერესი შემოსავლის ზრდისთვის მორალის გვერდის ავლით ათასი ხრიკის მოფიქრება დანაშაულად არ ითვლება, პირიქით უნდა ხდებოდეს მეორე შემთხევაში, მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო მოხელე–საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პირველ რიგში საზოგადო ინტერესის შესრულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და პირადი კომფორტი დამქირავებლის ინტერესზე მაღლა არ უნდა იდგეს კონსტიტუციის გვერდის ავლით არ უნდა მოქმედებდეს და მასვე უნდა ემორჩილებოდეს, თან პირველ შემთხვევაში ანანოვებმა რკინიგზის პროექტირების გეგმაში შეიტანეს ცვლილება, თანამედროვე ახირებულებს კი უკვე განხორციელებული პროექტის გაუქმება მოუწადინებიათ.

 

 

quთუკი პირველი ახირება ქუთაისმა ძნელად, მაგრამ მაინც გადაიტანა, რთული სათქმელია რა პერსპექტივა აქვს ქალაქს მეორე ახირების დასაძლევად.

იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ქუთაისს განვითარების ალტერნატივებს არ უქმნის და უკვე არსებულის განადგურებაზე “ცქვიტობს”, მისი მომავალი ბურუსითაა მოცული.

ის, რომ კონსტიტუციას სამუზეომო ექსპონატის მნიშვნელობა მიეცა, მისი მოთხოვნები უგულვებელყოფილია და ნორმები არ სრულდება, ეს ახირებულთა მოქმედების შედეგია, რომელიც საზოგადოების ნაკლებინფორმირებულობის გამო მკაფოდ არ სჩანს, ხოლო შედეგი რომელიც სჩანს, ჯერ კიდევ–ქალაქად წოდებული ქუთაისის ყოველდღიურობაა: მის მიმართ ინტერესი დღითიდღე იკლებს, ავტომაგისტრალის გვერდის ავლა ეკონომიკურ ჩიხად აქცევს და გარდაუვალი სიკვდილისთვისაა განწირული.

 

მანამდე კი დიდი დეპრესიის და უძრაობის ხანა დგას.

 

ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ნუ გამორთავ ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანილ ქალაქს, დაიცავი კონსტიტუციის 48’–ე მუხლი და შეინარჩუნე ქ უ თ ა ი ს ი !!!

 

წყარო: http://ertaoz.wordpress.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია