დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზული სამედიცინო გამოკვლევა სჭირდება“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/10/28 13:05:50

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ მმართველობის 2 წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა 6 %-ით, ხოლო ბიუჯეტი - 1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

 

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს რეიტინგები მსოფლიო ბაზარზე და აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე დგას.

 

პრემიერის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზია გამოხმაურა.

 

გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას არაადეკვატურად აღიქვამს და უნიჭო პიარითაა დაკავებული.

 

,,მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს ფორმალური  პირველი პირი, მისი რეალური ხელმძღვანელი  სოლოლაკში, შუშის კოლბაშია მიმალული, პრემიერ-მინისტრს სერიოზული კლინიკური გამოკვლევა სჭირდება, მისი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული პროცესების მიმართ არადეკვატურია, გამოდის და საქვეყნოდ საუბრობს ეგრეთ წოდებულ მიღწევებსა და წარმატებებზე,  ბიუჯეტის და ეკონომიკის თვალწარმტაც ზრდაზე, რეალურად აბსოლიტურად საწინააღმდეგო რეალობა ჩანს  დოკუმენტზე, რომელსაც ჰქვია 2014 წლის ბიუჯეტი და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც მთავრობა უმრავლესობით მიიღებს. როგორც ჩანს, ბატონ პრემიერ-მინისტრს საერთოდ არ აქვს წაკითხული ბიუჯეტის პროექტი.


რეალურად, ხალხი ვერანაირ ეკონომიკურ წინსვლას ვერ გრძნობს, სინამდვილეში, უუნარო ხელისუფლების და დიდი შიდა ვალების  პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაჩერებულია და როგორც არასდროს, ისე დგას საფრთხე იმისა, რომ აფხაზეთს ერთხელ და სამუდამოდ დავკარგავთ.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია