დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქარმა ქუთაისში საცხოვრებელი სახლები დააზიანა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/10/28 12:07:08

ძლიერმა ქარმა ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩის N50-ში, ბინას სახურავი გადახადა. ჩაიმსხვრა კორპუსების მინები.

 

დაზიანდა  სადარბაზოსთან მდგომი ავტომანქანა.

 

ძლიერი ქარის შედეგად ამორტიზირებულია კორპუსთან მდებარე  დენის ბოძი, რაც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

 

ნატალია ბექელაძე:0 „ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, ქარმა სახურავი სულ აგვიხადა, წვიმის დროს სახლებში, ალბათ, როგორც გარეთ, ისე იწვიმებს, დახმარებას ვითხოვთ. ჩვენი სახსრებით ამას ვერ შევაკეთებთ.“

 

დაზარალებულები მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა მოინახულა. ვლადიმერ ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ზარალის აღწერის შემდეგ ადგილობრივები დახმარებას მიიღებენ.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია