დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვენახევარია, ქუთაისელებისგან პარკირებისთვის თანხას ფირმები უკანონოდ კრებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/22 15:08:23

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ქალაქში პარკირებას აწესრიგებენ, ბოლო თვენახევრის განმავლობაში თანხებს უკანონოდ კრებენ, ვინაიდან კომპანიებს გაფორმებული ხელშეკრულების ვადები თვენახევარია, დაუმთავრდათ.

 

პარკირების მოსაკრებლით ბიუჯეტში წლიურად 55 ათასი ლარი შედის, თუმცა ქალაქში ეს სისტემა რომ მოუწესრიგებელია, ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილიც ადასტურებს და იმასაც არ უარყოფს, რომ ბოლო თვენახევარის განმავლობაში თანხები ბიუჯეტში არ შედიოდა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის საკრებულოს მეექვსე რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. ახალი ტენდერის ჩატარებას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და მიმდინარე წლის 3 ნოემბრამდე პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილებზე აუქციონი გამოცხადდება.

 

ქალაქში სულ 274 პარკირების ადგილი იქნება. აქედან 177 – საერთო სარგებლობის, 97 – სპეციალური სარგებლობის.

 

 

ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, სატენდერო წინადადებაში ჩაიდება წლიური გადასახადის სახით ბიუჯეტში 500 000-დან 600 000 ლარამდე გადახდის აუცილებლობა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია