დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე 400 ძირი ხე დაირგო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/22 12:47:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 400 ძირი ხე დარგეს. 


მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისდირექტორის გიორგი შუხოშვილის განცხადებით, კვიპაროსისა და ვერხვის ჯიშის ხეები ქალაქში ქარსაცავი ზოლის მოვალეობას შეასრულებს და ქალაქის გამწვანების პროცეეს შეუწყობს ხელს.


ღონისძიება პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში განხორცილედა.


ქუთაისის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის მოწესრიგებისთვის მადლობა გადაუხადა.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი საბოლოდ 2017 წელს ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ დაიხურება.



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია