დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/22 12:44:58

ქუთაისისდან თბილისში მგზავრობა ორი ლარით გაიზარდა და 7 ლარი გახდა.


ქუთაისიდან თბილისამდე მგზავრობის 10-ლარიანი ტარიფი მას შემდეგ განახევრდა, რაც ქალაქში, კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირზე, ახალი ავტოსადგური გაიხსნა. თუმცა, „ფასდაკლებამ" დიდხანს ვერ გასტანა და რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისამდე მგზავრობა უკვე 7 ლარი გახდა. ამით კი გამართლდა მძღოლების ვარაუდი, რომ 5 ლარზე მუშაობა მათთვის წამგებიანი იქნებოდა და მალე მოუწევდათ სამგზავროს საფასურის გაზრდა.


ქუთაისში, ცენტრალურ ავტოსადგურთან არსებული მეორე სადგურის მძღოლები თქმით, მათ წაგებაზე უწევდათ მუშაობა და იძულებული იყვნენ, ფასი გაეზარდათ, ჯერჯერობით, 7 ლარამდე. მათივე თქმით, ფასების რეგულაციაარ ეხება სატრანსპორტო სამსახურს და კერძო კომპანიის გადასაწყვეტია, რა თანხას მოსთხოვს მგზვარს თბილისამდე გადაყვანაში.

 

მგზავრების განცხადებით, 10 და 15 ლართან შედარებით, 7 ლარი კარგი შეღავათია. თუმცა, იმედოვნებენ, რომ მგზავრობის ღირებულება მალე ისევ არ მოიმატებს და ადრინდელ ფასს არ გადააჭარბებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2797
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია