დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ თანამშრომლების მიღებაზე კონკურსი გამოაცხადა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/20 16:30:23

ქუთაისის მერიაში 179 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.  კონკურსის  შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.



შოთა მურღულიას თქმით, მერიაში მუშაობის მსურველებს მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე  შუძლიათ განაცხადების ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენა.


რაც შეეხება კონკურსს, ის სამ ეტაპად განხორციელდება: დოკუმენტაციის დახარისხება, ტესტირება, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით ჩატარდება და მესამე ეტაპი იქნება გასაუბრება.  ტესტირების დროს კონკურსანტმა 100 ქულიდან 70 ქულა უნდა აიღო, რათა გასაუბრების ეტაპზე გავიდეს. 


შოთა მურღულია ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ მოქალაქეს კონკურსში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. 


„მერიაში მუშაობის ნებისმიერ მსურველს შეუძლია განაცხადის შევსება. პიროვნება, რომელიც შეძლებს და ჩვენს მიერ დაწესებულ 70%-იან ბარიერს წარმატებით გადალახავს შესაბამის პოზიციაზე დასაქმდება, "-განაცხადა ქალაქის მერმა.


ცნობისთვის, კონკურსის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დაახლოებით 400 ადამიანი იმუშავებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია