დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო შტაბები შეიქმნა
2014/10/20 11:13:08

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით შეიქმნა საგანგებო შტაბები.მასში გაერთიანებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.


სტიქიის შედეგად დაზარალდა იმერეთის, სამაგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონები. რამდენიმე რაიონში დაიტბორა საავტომობილო გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სხვა.


სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.


სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. აღდგა საავტომობილო მიმოსვლა ყველა ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე და მუნიციპალურ სამსახურებს შესაძლებლობა აქვთ, მუშაობა გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, დღის ბოლოსთვის სტიქია იკლებს, ხვალიდან კი მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გამოიდარებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია