ქუთაისში სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღე საქველმოქმედო აქციით აღინიშნა.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი და ადმინისტრაციის თანამშრომელბი სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახში მივიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახებში პროდუქტი და ტანსაცმელი მიიტანეს.
ოჯახები, სადაც საქველმოქმედო აქცია განხორციელდა ,,ბავშთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთთიერობის ცენტრმა“ მოიძია.
,, მერიის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ტანსაცმელი შეაგროვეს. აქციაში ქართულ-გერმანულმა ცენტრიც ჩაერთო, მათ პროდუქტი გადმოგვცეს. ანალოგიური სახის აქციებს ჩვენ მომავალშიც განვახორციელებთ,ადამინების დახმარება და გვერდით დგომა ჩვენი ვალდებულებაა“.-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.