დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ახალი მომაკვდინებელი ნარკოტიკი შემოდის
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/17 13:18:42

აქართველოში შემოდის ახალი სახეობის ნარკოტიკებისირეციდაბანზაი“.

 

სირეციდაბანზაი“, ფხვნილის სახით გავრცელებული ახალი ნარკოტიკია, რომელიც საქართველოში - თურქეთიდან შემოდის. იგი ჩვენს ქვეყანაში გადამზიდავი კომპანიების მიერ, პლაზმურ ტელევიზორში, კომპიუტერში, მანქანის მაგნიტოფონებში და საბავშვო ველოსიპედებში, დამალული შემოდის.

 

ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი ბურჯანაძეს განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ უკვე ერთი თვეა თურქეთიდან უცხო წარმოშობის ნარკოტიკი გადმოაქვთ. 


ეს ნარკოტიკი სიკვდილს იწვევს. იმ ფონზე, როცა საქართველომ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ნარკომაფიას, საქართველოში შემოდის ახალი სახეობის ნარკოტიკებისირეციდაბანზაი“, რომლებიც ფხვნილის სახითაა გავრცელებული. როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, თურქეთში ამ ნარკოტიკების თითო პაკეტის ფასი ყოფილა 10 ლირა, საქართველოში კი ღირს პაკეტი 50 დოლარი. ნარკოტიკი საქართველოში გადმოედინება გადამზიდავი კომპანიების საშუალებით და ეს კომპანიებიც ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ მოდით, ამ ჯერზე მაპატიეთ, ამ სახელებს მე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტყვი. ანუ ნარკოტიკი ქვეყანაში შემოდის ავტობუსების დახმარებით, ნარკოტიკები ბაშებად, თუ რა დავარქვა, იმალება პლაზმურ ტელევიზორში, კომპიუტერში, .. ნოუთბუქებში, მანქანის მაგნიტოფონებში და საბავშვო ველოსიპედებში, საჭის მრგვალ კოლოფში, „სიდენიასადა უკანა საბურავის რკინაში, რაზეც ველოსიპედის კბილანები და ჯაჭვია დამაგრებული, აი, მაგ ადგილას ეგ ჯაჭვი იხსნება, სამალავი კეთდება. შსს- თანამშრომლებს იმ კოორდინატებსაც ვეტყვით, რომელი ქალაქიდან მოდის წამალი და ყველა იმ ინფორმაციას გადავცემთ, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ყველანაირად ვართ მზად თანამშრომლობაზე. ეს ნარკოტიკი მიედინება ქუთაისში, იქიდან კი ზესტაფონი და სამტრედია მარაგდება. მეტი რეაგირების ფორმა უნდა ჩამოყალიბდეს, რადგანაც ეს ბიზნესი ვერცხლისწყალივითაა, თავის ახალ გზას სულ პოულობს. ქუთაისში ამტავარსხვდება ნარკორეალიზატორი და ამის შემდეგ ხდება ამის გადანაწილება ზესტაფონისა და სამტრედიის მხარეებზე. დაახლოებით 65-70% ქუთაისში რჩება და დანარჩენი უკვე დასახელებულ ქალაქებში გადადის. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე ქუთაისში, ვითომდა დაბადების დღის აღნიშვნისთვის ერთ ოჯახში, ერთი თვის მანძილზე ერთი პიროვნებისთვის 7 დაბადების დღე როგორია? ხოდა, გადმოგზავნილია 7 საბავშვო ველოსიპედი გაძეძგილი ნარკოტიკით“, - აცხადებს ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე.

 

 

 

 

წყარო:გაზეთი "ალია"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია