დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულოს უხელფასო დეპუტატებს გაწეულ ხარჯებს სახელმწიფო აუნაზღაურებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/16 18:32:52

მუნიციპალიტეტების საკრებულოების იმ დეპუტატების ხარჯებს, რომლებიც ხელფასს არ იღებენ, სახელმწიფო აანაღაურებს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა იმერეის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს ავმჯდომარეებთან შეხვედრისას ისაუბრა.

 

როგორც ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, იმ დეპუტატების ხარჯებს, რომლებიც ხელფასს არ იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობები დაფარავს. საწვავის, ტელეფონის და სამივლინებო ხარჯებისთვის ანაზღაურება 350–დან 400 ლარამდე განისაზღვრება.

 

დეპუტატის ხარჯები იმ შემთხვევაში ანაზრაურდება, თუ საკრებულოს წევრი ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგნს.

 

ზაზა მეფარიშვილმა მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს რეკომენდაციით მიმართა და მოუწოდა, მათ აღნიშნულ თანხებ ხელფასის სახით არ გასცენ.

 

„ეს არ არის ხელფასი, უბრალოდ, იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხელფასს არ იღებენ, ხარჯებ ანაზაურებაა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაეული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტ წარმოდგენა მოხდება. რამდენიმე დღის წინ, როგორც გავიგე, ხელფასის დანიშვნის მოთხოვნით ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან ჩემთან, ქუთაისში, მოდიოდნენ აქციის გასამართად, რაც ყოვლად მიუღებელია,"–განაცხადა მეფარიშვილმა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ მისცა შენიშვნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სულხან მახათაძეს.



„ბატონო სულხან, როდესაც თქვენ არჩევნებში მონაწილეობას იღებდით, უნდა გცოდნოდათ, რომ საკრებულოს დეპუტატობა სამსახური არ არის და დეპუტატებ ნაწილი ხელფას ვერ მიებდა. ამიტომ ვერ მივიღებთ თქვენს მოთხოვნას. თქვენ თუ უხელფასო დეპუტატებზე გასცემთ ხელფასს, იცოდეთ, აუცილებლად მოვლენ შემოწმებაზე და ამის გამო დაჯარიმდებით, ამიტომ ყველას მოგმართავთ რეკომენდაციით, უხელფასო დეპუტატებ არა ხელფასი, არამედ გაწეული ხარჯების დასაფარ ანხა მისცეთ,“–განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2389
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია