დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ვალდებულებების შესრულება მოუწევს საქართველოს „ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში"
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/16 16:16:00

OGP საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის წევრი, სხვა 64 ქვეყანასთან ერთად, საქართველოცაა. სახელმწიფოები OGP-ის ფარგლებში შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, იღებენ ვალდებულებებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეასრულონ იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელისუფლების გამჭვირვალეობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება.


მიმდინარე წელს საქართველომ მეორე სამოქმედო გეგმა წარადგინა. ქვეყანამ 2015 წლის ბოლომდე 27 ვალდებულება უნდა შეასრულოს. მათ შორისაა: პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა, ღია მონაცემების პორტალის www.data.gov.ge−ამოქმედება, საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის გამოქვეყნება და სხვა. 


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა(IDFI) „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შესახებ  სემინარი გამართა. 


სტუდენტებს ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ესაუბრა.


„სემინარის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ზოგადად პარტნიორობის, აგრეთვე საქართველოს მიერ აღებული თითოეული ვალდებულებების შესახებ. სპიკერები აუხსნიან მონაწილეებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩაერთვნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების და შემდეგ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში, ჩვენი მიზანია  სტუდენტებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებები აქვს საქართველოს აღებული,"-განახცადა გიორგი კლდიაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველო 2011 წლიდან მონაწილეობს ამ პროგრამაში. პროექტში აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო სექტორი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 10 შეხვედრა უკვე გაიმართა და კიდევ რამდენიმე იგეგმება. მომავალი წლიდან კი უფრო აქტიურ ფაზაში  გადავა სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი.


აღნიშნული პროექტი საქართველოში მხარდაჭერილია USAID  "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" პროგრამის ფარგლებში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია