დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიმინდის პროგრამით დაზარალებულმა ფერმერმა სასამართლო პროცესი მოიგო
2014/10/13 15:07:38

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სოფლის მეურნეობის კორპორაციის სარჩელი, სიმინდის სამთავრობო პროგრამაში მონაწილე ფერმერისთვის დავით ხაჩიძისთვის თანხის გადახდის დაკისრების შესახებ.


კორპორაცია დავით ხაჩიძისგან ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის ღირებულების სახით 9700 ლარის გადახდას ითხოვდა. დავით ხაჩიძე 2011 წელს სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობდა. მან მოსავალი ვერ მიიღო და სათესლე მასალის ღირებულებაც ვერ გადაიხადა. ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების პირობებში თანხის გადახდა მას რამდენჯერმა გადაუვადეს, 2014 წელს კი კორპორაციამ ხაჩიძის და სხვა ფერმერების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

 

„დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის განხილვა. მოპასუხე მხარის მიერ, რომელსაც მე წარმოვადგენდი, სასამართლოში დადასტურებული იქნა, რომ სოფლის მეურნეობის კორპორაციამ მოპასუხე დავით ხაჩიძეს და არამარტო მას, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამით დაინტერესებულ ფერმერებს შესთავაზა ნაკლის მქონე ნივთი, კერძოდ, უხარისხო სიმინდის თესლი. ეს ფაქტი ჩვენს მიერ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებსაც საქმისათვის ჰქონდა მნიშვნელობა. სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. არ დააკმაყოფილა სოფლის მეურნეობის კორპორაციის სარჩელი“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, ხელისუფლება 2011 წელს აანონსებდა, რომ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით ფერმერები 5–ჯერ მეტ მოსავალს მიიღებდნენ, საქართველო კი სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა გახდებოდა. სინამდვილეში საქართველოდან სიმინდის ექსპორტი თითქმის 5–ჯერ შემცირდა. დაზარალებულმა ფერმერმა კი თავი მოიკლა იმიტომ, რომ მოუსავლიანობის გამო სათესლე მასალის ღირებულებაც ვერ გადაიხადა. დაპირების მიუხედავად, დაზარალებულებს დავალიანება არ ჩამოაწერეს. სოფლის მეურნეობის კორპორაცია მათ სასამართლოში უჩივის.

 

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიერ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 3 847 092 ლარის ოდენობის სიმინდის თესლი გაიყიდა, საიდანაც 2014 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ანაზღაურებულია 3 569 902 ლარი.

 

სოფლის მეურნეობის კორპორაციის დირექტორის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, სულ სასამართლოში 11 სარჩელია შეტანილი.

 

წყარო: http://bpi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია