დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/10 16:01:53

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო 2015 წლის ჯანდაცვის გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა.


მინისტრის  განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, პენსიონერების რაოდენობა კი 8000 ადამიანით გაიზარდა.


„ჩვენს ქვეყანაში შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, თუმცა ჯერ  კიდევ არ ვართ ცალსახად საშუალო ევროპულ დონემდე მისული, მაგრამ ეს დინამიკა აშკარად გამოკვეთილია,"–განაცხადა დავით სერგეენკომ.


მინისტრი ასევე შეეხო 2015 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხს და აღნიშნა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი მიმართული იქნება სოციალურ მხარდაჭერაზე, ასევე ჯანდაცვის სხვა მიმართულებებზე.

 

„აღსანიშნავია, რომ გაიზარდა მოსახლეობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა, ანუ უფრო მეტი ადამიანი შევიდა საპენსიო ასაკში, 2014 წელს მათი რაოდენობა 8000 პენსიონერით გაიზარდა. დღესდღეობით საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებს 690 000 ადამიანი, შესაბამისად ქვეყანას მიმდინარე და მომავალ წელს იმაზე მეტი საპენსიო ვალდებულებების შესრულება მოუწევს, ვიდრე წინა წლებში,"–განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია