დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტში პედაგოგებისთვის ახალი პროექტები იგეგმება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/08 21:03:32

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ქუთაისელ პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.


ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა საჯარო სკოლების, სკოლამდელი დაწესებულების და მუსიკალური სასწავლებლების მასწავლებლებს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში უმასპინძლეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.


82–მა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, რომლებიც წარმოდგენილნი უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციის მიერ იყვნენ მადლობასთან ერთად ერთჯერადი მატერიალური საჩუქრებიც მიიღეს.


„ადგილობრივი ხელისუფლების სახელით მასწავლებლებს მადლობას ვუხდით გაწეული საქმიანობისთვის, რადგან მათი დამსახურებაა, რომ თითქმის ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით ყველაზე კარგი მოსწავლეები ქუთაისიდან არიან წარმოდგენილი და ქუთაისელი მოსწავლეები საუკეთესო განათლებას იღებენ“– განაცხადა შოთა მურღულიამ.


რომელმაც ასევე, აღნიშნა, რომ მასწავლებელთათვის  ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტში სხვადასხვა პროექტები დაიგეგმება და საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი ყურადღება დაეთმობა.


მურღულიას განცხადებით, კარგი ინება თუ ქუთაისელი პედაგოგებისთვის გაიმართება კონკურსი. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა თემა და საუკეთესო ნამუშევრის ავტორი სოლიდური მატერიალური საჩუქრით დაჯილდოვდება. 


შეხვედარაზე პედაგოგების ანაზღაურებაზეც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ მალე მასწავლებლის ხელფასი ღირსეული გახდება.


პედაგოგებმა მერს და კულტურის სამსახურის უფროოს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ დღევანდელი შეხვედრა მათთვის საუკეთესო საჩუქარია, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება  პედაგოგების შრომას ხედავს და აფასებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2437
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია