დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Psnews.ge გამორჩეულად ინტერაქტიულ ვებგვერდად დასახელდა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/10/08 12:50:04

პოლონელმა მედიაექსპერტებმა ქართული რეგიონული მედიაგამომცემლობები დააჯილდოვეს

 

თბილისში, სასტუმრო „კოპეში“, ქართულ-პოლონური მედიაპროექტის ფარგლებში რეგიონული მედიაგამომცემლობებისა და ჟურნალისტების საზეიმო დაჯილდოვება გაიმართა.

 

ეს თანამშრომლობა 2007 წლიდან იღებს სათავეს და ამ ხნის მანძილზე  პოლონელმა მედიაექსპერტებმა  ძალიან საინტერესო ტრენინგ-სემინარები ჩაუტარეს რეგიონული მედიის გამომცემლებს  საქართველოში. ასევე, პროგრამის მონაწილეები ყოველწლიურად სტუმრობდნენ პოლონეთს და იქ არსებულ მედიებში გადიოდნენ პრაქტიკას.

 

წელს, შემაჯამებელ ტრენინგზე, რომელიც ზაფხულში ქუთაისში გაიმართა, პოლონელმა მედიაექსპერტებმა სპეცილური კონკურსი გამოაცხადეს პროექტის მონაწილეებისათვის.

 

საქართველოს ადგილობრივი გაზეთების მხარდაჭერის პროექტი, საინფორმაციო მედიიდან ინტერაქტიულ მედიამდე - საქართველოს ადგილობრივი გაზეთები ინტერნეტში“,  დაფინანსებული იყო შემდეგი პროგრამების ფარგლებში: პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თანამშრომლობის განვითარების პროგრამადემოკრატიის მხარდაჭერადა თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამაცვლილებები რეგიონში“ - RITA, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის.

 

7 ოქტომბერს  კონკურსში გამარჯვებული მედიაგამომცემლებისა და ჟურნალისტების საზეიმო დაჯილდოვება შედგა. თბილისში სტუმრად მყოფმა პოლონელმა მედიაექსპერტმა და ამ პროექტის მთავარმა სულისჩამდგმელმა, აგნეშკა ნოვინსკამ 10 რეგიონულ გამოცემასა და რეგიონული მედიის ჟურნალისტებს პრიზები პირადად გადასცა.

 

 დააჯილდოვება მოხდა ხვადასხვა კატეგორიაში: საუკეთესო სტატია, საუკეთესო, ფოტო, საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო ვებგვერდი.

გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" ინტერნეტგამოცემა www.psnews.ge დაჯილდოვდა სერთიფიკათიტა და პლანშეტით, როგორც გამორჩეულად ინტერაქტიული ვებგვერდი.

 

 ეს წარმატება ყველა პოსტსკრიპტუმელის შრომის დიდი დაფასებაა. გილოცავთ,  ჩემო მეგობრებო და ღირსეულო თანამშრომლებო! ( ირმა ბახუტაშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი, ჟანა ჯანელიძე, ირინა მაკარიძე,ეკა შალამბერიძე, ლალი კუპრაშვილი, როლანდ ხოჯანაშვილი, ცოტნე პაატაშვილი, გია გუბელაძე, ავთო ხათრიძე და ა.შ.) და უპირველესად გილოცავთ და მადლობას გეუბნებით თქვენ, ჩვენო მკითხველო!

 

***

აქვე გაცნობებთ, რომ სხვადასხვა კატეგორიებში სერთიფიკატებით, დიპლომებით და  სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ პროექტის მონაწილე ჩვენი კოლეგები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: ინტერნეტგამოცემა „ოკრიბანიუსი“, გაზეთი „გურიის მოამბე“, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“, გაზეთი „მთავარი თემა სამეგრელოში“, გაზეთი „გურიანიუსი“, გაზეთი „ჩემი ხარაგაული“, გაზეთი „კახეთის ხმა“, გაზეთი „ქართლის ხმა“, გაზეთი „ზუგდიდელები“.

 

ასევე ოთხი გამომცემლობა: - „ოკრიბა ნიუსი“. „მთავარი თემა სამეგრელოში“, „სპექტრი“, „ჩემი ხარაგაული“ –  რომლებიც 2007 წლიდან მონაწილეობენ პროექტში და გარკვეული წინსვლა აქვთ თავიანთ საქმიანობაში, დაჯილდოვდნენ სასწავლო ტურით პოლონეთში.


ვულოცავთ ყველა ჩვენს კოლეგას ამ გამარჯვებებს და წარმატებებს ვუსურვებთ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4332
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია