დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი შვებულებიდან დაბრუნებას ინოვაციური პროექტებით გეგმავს
2013/08/24 19:49:48

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი, რომელიც 23 აგვისტოს შემდეგ ოფიციალურ შვებულებაში იმყოფება, psnews.ge-ის შეკითხვებს პასუხობს.

კითხვებზე, იყო თუ არა შვებულება სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა და რა გეგმები აქვს შვებულებიდან დაბრუნებულ ქალაქის მერს, კოპალინის პასუხი ცხადყოფს, რომ იგი დაბრუნებას გეგმავს. უფრო მეტიც, 11 სექტემბრის შემდეგ, როცა მას შვებულების ვადა ეწურება, ქუთაისის განვითარებისათვის ინოვაციური პროექტების განხორციელებას აპირებს.

„შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი ძირითადი პრიორიტეტები: ბიუჯეტი, რეორგანიზაცია, ელექტრონული  დოკუმენტების ბრუნვა და ინოვაციური პროექტებია“-აცხადებს კოპალიანი მოკლე კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი მოსალოდნელ იმპიჩმენტამდე ერთი დღით ადრე შვებულებაში გავიდა, რის შედეგადაც საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ მიერ დაანონსებული იმპიჩმენტი არ შედგა.

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრები და სხვა ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებს, რომ კოპალიანი შვებულებაზე თავად „პატრიოტებმა“ დაითანხმეს, რითაც შექმნილი ვითარება დროებით განიმუხტა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია