დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ სხვა ქალაქში ვცხოვროთ, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური კი - სხვა ქალაქში!“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/07 13:13:59

არასამთავრობო სექტორის შენიშვნები ღონისძიებების ე.წ. „მეორე განყოფილებებს“, საბანკეტო ხარჯებს უკავშირდებოდა. როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, საბანკეტო ხარჯი ხშირად ღონისძიების ხარჯებს სცდება. 

 

 

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურმა მიმდინარე წლის ცხრათვიანი მუშაობის ანგარიში არასამთავრობო სექტორს გააცნო.


შეხვედრაზე კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვაჟა ჯუღელმა და სამსახურის თანამშრომლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც  აღნიშნული სამსახურის ხელშეწყობით განხორცილედა და წლის ბოლომდე განხორციელდება.


წარმოდგენილმა ანგარიშმა არასამთავრობო სექტორის შენიშვნები გამოიწვია.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების ხელმძღვანელის, ნოდარ ჯიქიას განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, არასამთავრობო სექტორს არა ანგარიშის მოსასმენად, არამედ მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებისთვის შეხვედროდნენ.


„კარგია, რომ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა იმართება, მაგრამ შესრულებული სამუშაოების მოსმენას, სჯობდა, 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირებაზე გვემსჯელა. თუმცა, წარმოდგენილ ანგარიშთანაც გვაქვს შენიშვნები. არც კი ვიცოდი, ამდენი კულტურული ღონისძიება თუ ჩატარდა ამ ქალაქში, კარგი იქნებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია თავის დროზე გვქონოდა. ამავდროულად, ჩანდა, რომ  ბევრი ისეთი პროექტი განხორციელდა, რომელიც არ იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული. ცუდია პათოსი, თითქოს იმ კუთხით, რასაც ეს სამსახური  კურირებს, ყველაფერი კარგადაა. სამწუხაროდ, ასე არაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ სხვა ქალაქში ვცხოვროთ, მერიის კულტურის სამსახური კი - სხვა ქალაქში,“– აღნიშნა ნოდარ ჯიქიამ.


არასამთავრობო სექტორის შენიშვნები ღონისძიებების ე.წ. „მეორე განყოფილებებს“, საბანკეტო ხარჯებს უკავშირდებოდა. როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, საბანკეტო ხარჯი ხშირად ღონისძიების ხარჯებს სცდება. შენიშვნას ვაჟა ჯუღელმა უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, მათაც არ მოსწონთ აღნიშნული ხარჯები, მაგრამ საბანკეტო განყოფილება აუცილებელია და მიუხედავად მათი სურვილისა, ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია