დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში, ჭიათურასა და ზესტაფონში დასაქმებულებმა ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/07 11:47:06

დღეს ზესტაფონში, ფეროშენადნობ ქარხანასთან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ტყიბულის შახტაში, ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის ფეროში დასაქმებულებმა გამართეს.


აქციის მონაწილეებმა დღევანდელი აქციით მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნეს და საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.


"7 ოქტომბერი არის მშრომელთა საერთაშორისო დღე, ჩვენ აქციით ვუერთდებით ამ დღეს და მოვითხოვთ, საქართველოში მშრომელთა უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეწყდეს დასაქმებულთა პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლება და მოხდეს მშრომელთა მდგომარების ევროსტანდარტებთან მიახლოებას. ზესტაფონის ფერო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანების ობიექტი და დამსაქმებელი, სწორედ ამიტომ აქციის ჩასატარებლად ერთობლივი გადაწყვეტილებით შევარჩით ზესტაფონი"- აღნიშნა გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა ირაკლი იობიძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2413
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია