დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2014“ დაიწყო!
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/06 14:28:27

დღეს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოცხადებული კონკურსიმეომბუდსმენი დაიწყო.


აღნიშნული კონკურსი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტისსახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობადაფინანსებით  უკვე მეხუთედ   ტარდება.


კონკურსი შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას.


კონკურსი შედგება სამი რაუნდისგან. პირველი და მეორე ტურები ტარდება ინტერნეტის გამოყენებით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდის www.ombudsman.ge (ქვედა მენიუში თავი მეომბუდსმენი) საშუალებით, ხოლო მესამე, ფინალური რაუნდი გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის და რეგიონალურ ოფისებში.


 

პირველი რაუნდის ფარგლებში, 2-2 მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა არა უგვიანეს 2014 წლის 6 ნოემბრის 18:00 სთ-მდე უნდა უპასუხოს 30 ტესტურ კითხვას; მეორე რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს გუნდი, რომელიც მინიმუმ 20 კითხვაზე გასცემს სწორ პასუხს.


მეორე რაუნდის მონაწილე გუნდებმა შედარებით რთულ 20 ტესტურ კითხვას უნდა გასცენ პასუხი. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ტესტური კითხვების პასუხებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი.


ფინალში გუნდებმა უნდა მოამზადონ წერილობითი დასკვნა სამოდელო ამოცანაზე, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს. კონკურსში მონაწილე გუნდებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს.

 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით,-"ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურა სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიერ ორგანიზებული კონკურსი ამ კულტურის გავრცელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საყოველთაო მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რასაც შედეგად ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტური რეალიზება მოყვება". 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია