დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს სახალხო დამცველი აჭარაში ვიზიტს გეგმავს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/06 13:39:56

საქართველოს სახალხო დამცველი ქობულეთში, მუსლიმთა პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს და შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

 

2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული არაერთხელ იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ მართლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მისამართზე მუსლიმ ბავშვთა პანსიონის გახსნას. 2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლერმონტოვის ქუჩა N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მუსლიმთა პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, თუმცა, მუსლიმთა მიერ პანსიონში გადაადგილება შეზღუდულია.

 

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებით, 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები არ  აძლევდნენ შენობის დატოვების შესაძლებლობას. ხოლო, მოსწავლეებს პანსიონში არ უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დღეს პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აკვირდებოდნენ საპროტესტო აქციის მიმდინარეობას, მათ არ უზრუნველყვეს აქციის მონაწილეების განცალკევება იმგვარად, რომ ერთის მხრივ, მოსწავლეები შესულიყვნენ პანსიონში ან/და მეორეს მხრივ, შენობაში მყოფ პირებს მისცემოდათ შენობის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიუხედავად ადგილობრივ მუსლიმებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებისა, რომ პანსიონში დარჩენილ პირებს დაუბრკოლებლად მიაწოდებდნენ საკვებს, ეს პირობა არ სრულდება და მუსლიმებს ექმნებათ პრობლემები  პანსიონში მყოფი პირებისთვის საკვების მიწოდების თვალსაზრისით. 28 სექტემბერს ადგილობრივ მოსახლეობასა და მუსლიმებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა.

 

საქართველოს სახალხო დამცველისათვის ცნობილია, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მუსლიმ მოსახლეობას შორის, მუსლიმ ბავშვთა პანსიონის სხვა მისამართზე გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც გაირკვა შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.

 

სახალხო დამცველიმა გაააკეთა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულ ვითარებაში მხარეთა შორის დიალოგით შემოფარგვლა საკმარის პირობას არ წარმოადგენს სიტუაციის განმუხტვის, მუსლიმთა შელახული უფლებების აღდგენის, დისკრიმინაციის დაძლევისა და შეუწყნარებლობის პრევენციისათვის.

 

"რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გაუმართლებლად არ ხელყოს ამა თუ იმ პირის რელიგიის თავისუფლება, ის ასევე ვალდებულია გაატაროს ქმედითი ზომები, რათა ყველას მიეცეს ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა". 

 

საქართველოს სახალხო დამცველმა 10 სექტემბრიდან დღემდე მუსლიმთა პანსიონის შესახებ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოს.

 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 10 სექტემბრის შემდგომ ქობულეთში მოვლენების განვითარება და მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის, მნიშვნელოვანია დადგეს რელიგიური შეუწყნარებლობის მსგავსი აგრესიული ფორმით გამომხატველ პირთა ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

 

სიტუაციის ადგილზე შესასწავლად, მომავალ კვირაში საქართველოს სახალხო დამცველი აჭარაში ვიზიტს გეგმავს. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2902
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია