დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებას გადიან
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/06 13:04:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი ტარდება. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს თითოეული რეგიონის და დედაქალაქის საპოლიციო დანაყოფებიდან შეირჩა ორ-ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგებს გადიან.

 

მინისტრის ინფორმაციით, ტრენინგში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას.


ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მართავენ. ტრენინგები მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.


პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. უბნის ინსპექტორებს ასევე დაევალებათ არა მარტო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი. აღნიშნულ საქმიანობას შს მინისტრის ბრძანებით 2014 წელს შექმნილი „ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია“ გაუწევს კოორდინაციას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არაერთი ღონისძიება ტარდება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, უფრო სრულყოფილი გახდა შემაკავებელი ორდერის შევსების მექანიზმი, რაც გამოიხატება იმაში, რომ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს მიეცათ აღნიშნული დოკუმენტის შევსების უფლებამოსილება იმ ტერიტორიულ ერთეულებშიც, სადაც მოქმედებს საპატრულო პოლიციის სამსახური.


სამინისტროში აცხადებენ, რომ პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის ეფექტურად შესასრულებლად სამინისტრო აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას. პერმანენტულად იმართება შეხვედრები და დისკუსიები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია