დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახეთში რთველის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 153 603 427 ლარი შეადგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/10/05 15:03:02

რთველი 2014 კახეთის რეგიონში დასკვნით ფაზაში შედის. 4 ოქტობრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 34 ათასი მევენახის მიერ ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 153 603 427 ლარი შეადგინა.

დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 240 გლეხმა (თითოეულმა მათგანმა) 100 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო (მინიმალური შემოსავალი 50 119 ლარი, მაქსიმალური  - 99 949 ლარი)

112 გლეხმა (თითოეულმა მათგანმა) 100 000-ს ლარზე მეტი შემოსავლი მიიღო (მინიმალური 100 659 ლარი, მაქსიმალური - 487 793 ლარი)

ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 114 809 ტონა ყურძენი.  


ცნობისათვის, 

შარშან, 2013 წელს - გადამუშავდა 92 371ტონა ყურძენი და მოსახლეობის შემოსავლებმა რაჭასა და კახეთში შეადგინა 108 150 422ლარი.

წელს რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა საფერავის ჯიშის ყურძენზე. ინდუსტრიულად გადამუშავდა 39 121 ტონა საფერავი.  მხოლოდ საფერავის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 76 737 595 ლარი შეადგინა.


 საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც შარშან, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს. 


 „რთველი 2014-ის“  წარმატება 

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით 2013–2014 წლებში დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროგრამებმა განაპირობა. სუბსიდირებისა და აგროსესხების თვისობარივად განსხვავებული სისტემის გატარებით, სახელმწიფომ ახორციელებს კერძო სექტორის სტიმულირებას, მიიღონ და გადაამუშაონ რაც შეიძლება მეტი ოდენობის ყურძენი, რაც  ფერმერებსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის განვითარებისა და ვენახების გაფართოების საშუალებას აძლევს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია