დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურობასთან ერთად კაცხობაც 19 ოქტომბერს გაიმართება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/10/03 16:59:42

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჭიათურაში საფუძველი ჩაეყარა სახალხო ზეიმ „ჭიათურობას“. დღესასწაული ყოველთვის ოქტომბერში იმართება და მასში მონაწილეობას, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მოწვეული სტუმრებიც იღებენ. გასულ წელს „ჭიათურობა“მუნიციპალური ხარჯის გარეშე ჩატარდა, თუმცა წელს ხარჯვითი ნაწილი დამტკიცებულია, რადგან კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძრის 1000 წლის იუბილეც პარალელურად გაიმართება.

 

საიუბილეო ღონისძიებებს, მუნიციპალური ბიუჯეტის გარდა, GAA-ც (ჯორჯიან ამერიქენ ელოისი) დააფინანსებს.

 

კაცხის საიუბილეო ღონისძიებაზე, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებიც იქნებიან და საზეიმო პარაკლისსაც გადაიხდიან სოფელ კაცხში, სადაც ღირსშესანიშნავი სვეტის გარდა 1014 წელს აშენებული მაცხოვრის ტაძარიცაა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია