დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრო მშობლებისათვის პროექტის განხორციელებას იწყებს
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/30 12:02:30

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც არა მოსწავლეებთან ან მასწავლებლებთან მუშაობას, არამედ მშობლებისთვის სპეციალური პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.

 

პროექტის თანახმად, მშობელი „სკოლის სრულფასოვანი პარტნიორი“ ხდება,  რაც ითვალისწინებს: მშობელთან კომუნიკაციის ფორმების დახვეწასა და საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ეს კი გულისხმობს საინფორმაციო ვიდეორგოლებისა და შემეცნებითი თემატური ბუკლეტების შექმნა, შემეცნებითი თოქ-შოუების გამართვა, საგანმანათლებლო კონფერენციების ორგანიზებას და ა.შ.

 

„მშობელთა ჩართულობის პროგრამა" 2015 წლიდან ამოქმედდება, მანამდე კი სამინისტროში ბოლო დეტალებს აზუსტებენ.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროექტის შესახებ  განმარტავენ: მშობელთა ჩართულობის პროგრამა გულისხმობს მშობლის დაახლოებას სკოლასთან, შვილის განათლების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობას, სასკოლო ცხოვრების შესახებ მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდასა  და  მოსწავლის სახლში სწავლების უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესში მშობლის როლის გაზრდას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია