დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობებში კონკურსის ჩატარების ვადებმა, შესაძლოა, გადაიწიოს
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/30 09:45:13

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოში  მოქმედ კანონში ცვლილებები შედის,  რამაც შესაძლოა,  ადგილობრივ თვითმმართველობებში  კონკურსების ჩატარების  ვადებიც  გადაწიოს.

 

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით:  „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც ითვალისწინებს კონკურსების ჩატარების ვალდებულების გადაწევას არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.

 

მოქმედი კანონის თანახმად კი: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ტარდება არაუგვიანეს 2014 წლის 31 ოქტომბრისა.

 

დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობები ვალდებული არიან, ვაკანტურ ადგილებზე კონკურსების ჩატარება და ვაკანტური ადგილების შევსება კონკურსის წესით მიმდინარე წლის ოქტომბრის  ბოლომდე  უზრუნველყონცვლილებების მიღების შემთხვევაში კი, მათ ამისათვის დამატებით ორი თვე ეძლევათ."

 

 საქართველოს პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,  შესაძლებელია, კონკურსის ჩატარების ვადებიც გადაიწიოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია