თბილისის და ქუთაისის მერები სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრნენ. დავით ნარმანია და შოთა მურღულია მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაშო, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება. კონფერენცია სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებს მიეძღვნება.
კონფერენციაზე ურბანულ დაგეგმარებასა და ქალაქის მენეჯმენტის რეალობის შეცვლის, სამხრეთ კავკასიაში ურბანული განვითარების მხრივ არსებულ პროგრესზე, წყლის რესურსების, სანიტარიისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელებენ.
კონფერენცია სამი დღეს გაგრძელდება და მას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები დაესწრებიან.