დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თაღლითობა
15 000 დოლარის მითვისების გამო მოქალაქეს 6–დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება
2014/09/29 13:09:38

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე, მ. ტ. დააკავა.


გამოძიებით დაადგენილია, რომ მ. ტ. ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ ბრალდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის და შეწყალების კომისიის მაღალჩინოსნებს გადასცემდა 15 000 აშშ დოლარს, რის შედეგადაც, ბრალდებული  სასჯელისაგან გათავისუფლდებოდა.

 

აღნიშნულ თანხას მზია ტატიაშვილი  მოტყუებით, თაღლითურად თავად დაეუფლა.

 

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

წყარო: BPI.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია