პატარა ჭინჭრობის ეკლესია დგას თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ არტაანის (ARDAHAN) დასავლეთით 3 კმ-ში, სოფელ პატარა ჭინჭრობის ცენტრში. ეკლესია დარბაზული ტიპიასაა, სავარაუდოდ, 3X5 მ. ფართობის. ძლიერ დაზიანებულია, ძირითადად კარგად შემორჩენილი იყო აღმოსავლეთის ნაწილი. მძიმე ბუნებრივი პირობების გარდა შეიმჩნევა მძარცველთა კვალიც.
სტიქიური პროცესები არტაანის პროვინციაშიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ.
როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი გვატყობინებს: „განძის მაძიებლების მიერ გადათხრილი იყო ტაძრის შიდა ინტერიერი, აგრეთვე გარე ინტრიერში კედლებთანაც იყო მიწა ამოთხრილი, რამდენიმე დღის წინ მოვარდნილმა ძლიერ ნიაღვარმა გამოუთხარა ძირი დაახლოებით 10–11 საუკუნის ბაზილიკურ ქართულ ტაძარს და აღმოსავლეთის კედელი მთლიანად ჩაინგრა, აღმოსავლეთ კედელში დანგრევამდე შეინიშნებოდა მხატვრობის კვალი. სამწუხაროდ, დანგრევის შედეგადად კედელი მთლიანად დაიშალა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზეც გაჩნდა ახალი ბზარები. შესაძლებელია, უახლოს მომავლში ეს კედლებიც დაინგრეს. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძგლები, სამწუხაროდ, სტიური პროცესების შედეგად ხშირად ზიანდებიან და მათი არსებობის დამადასტურებელი კვალიც შეიძლება მალე წაიშალოს“.