დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიღარიბის ზღვარს მყოფი პირებისათვის ქულების მინიჭების სისტემა იცვლება
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/26 15:20:52

 

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირებისათვის ქულების მინიჭების სისტემა იცვლება. 

 

ახალი სქემის მიხედვით,  რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე    სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა  გაიოზ  თალაკვაძემ   წარადგინა,  შემწეობის მისაღებად ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ იქნება პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ..) და ნივთები.

ასევე სარეიტინგო ქულების დათვლისას განმსაზღვრელი აღარ იქნება სოციალური მუშაკის სუბიექტური მოსაზრება და ის აღარ იარსებებს შეფასების დოკუმენტში.

სოციალურ შემწეობას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც არავითარი შემოსავალი ან შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ (მაგ.პირუტყვი, ხეხილი, დასამუშავებელი მიწა).

 

ამ დროისათვის  სოციალურ შემწეობას საქართველოში 428 ათასი ადამიანი იღებს.

ქულების ხელახალი გადათვლა, სავარაუდოდ, 1 დეკემბრიდან დაიწყება.


სოციალური მომსახურების სააგენტო პრიორიტეტად  მიიჩნევს,  რომ  სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ ოჯახების სიღარიბის დასაძლევად   სამუშაო ადგილები შესთავაზოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია