დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით აგროდაზღვევა ამოქმედდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/25 14:33:57

დღეს, ქუთაისში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია დააგროდაზღვევის პროექტის“ ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე  იმერეთის გუბერნატორს, რეგიონის გამგებლებს, სოფლის რწმუნებულებს და ფერმერებს შეხვდნენ. სააგენტოს წარმომადგნელბემა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამა წარადგინეს და პროექტის შესახებ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.


        აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს. 
  


"დღეს გეგმიური შეკრება მაქვს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობს განვიხილავთ. ასევე, დღეს მოვისმენთ ინფორმაციას აგროდაზღვევასთან დაკავშირებით და მე ფიქრობ, რომ აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ფერმერების სიმწირე გამოწვეულია იმით, რომ სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან. დაზღვევა ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ გრძელვადიანი პროგრამით დააბანდონ თანხა აგროსექტორში, რაც იმერეთის რეგიონისთვის, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ძალიან მნიშვნელოვანია."-აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.


       აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში სულ 5 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიაა (  ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი, ირაო და ქართუ)   ჩართული.  საშემოდგომო მოსავლის დასაზღვევად, სადაზღვევო კომპანიებმა პროექტში მონაწილე მსურველებისგან  განაცხადების მიღება უკვე დაიწყეს. 


   აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.


    პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი  სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5859
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია