დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში შშმ პირთა გადასაადგილებლად პანდუსი მოეწყობა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/17 14:02:25

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში პანდუსი ამ დრომდე არ არსებობს, რის გამოც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მერიაში გადაადგილება უჭირთ. პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო, რის ფარგლებშიც მერიის შენობაში, ასევე ქუთაისის #6 საჯაროს სკოლაში,  ნიკეას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსსა და ბუხაიძის ქუჩაძე შშმ პირთა აცოციაციის შენობაში პანდუსები მოეწყობა.


როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნავენ, პანდუსების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები ჩატარდება.  რის შემდეგაც გახდება ცნობილი თითოეული პანდუსის ღირებულება და  სამუსაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება . კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, პროექტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება.


მისივე თქმით, სამუშაოები  მომავალშიც გაგრძელდება და პანდუსების მოსაწყობად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის გათვალისწინება მოხდება.   რაც შეეხება ეტლით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობას ტროტუარებზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამისთვის ტანხები გაწერრილი არა არის, თუმცა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ პანდუცები ტროტუარებზეც მოეწყობა. სამუშაოებისას გათვალისწინებული იქნება სპეციალისტების რეკომენდაციები, ვინაიდან ტროტუარებზ მოწყობილი პანდუსები ხშირ შემთხვევაში უხარისხოდ კეთდება და შშმ პირთა გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია