დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამტრედიის საბავშვო ბაღებში გაფუჭებული ხორცი შეჰქონდათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/16 11:37:14

 

   სამტრედიის    საბავშო ბაღებში საკვებად უვარგისი ხორცი შექონდათ,   რომელსაც მზარეულები „ძმარში ავლებდნენ, რათა სუნი აღარ ქონოდა და შემდეგ ბავშვებისთვის საკვებს ამზადებდნენ. -

ამის შესახებ  სამტრედის   საკრებულოს იურიდული კომისიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ  განაცხადა, მისი  თქმით,   სოფელ ბაშის საბავშო ბაღში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა,    რომელსაც მზარეული ბავშვების საჭმლის მოსამზადებლად იყენებდა.

შენიშვნის შემდეგ  კი   მზარეულმა მას უპასუხა: „ხორცს ძმარში გავავლებთ და სუნს  კარგავსო“.


 როგორც  მანანა  სირბილაძე აღნიშნავს დარღვეული იყო პროდუქტის ტრანსპორტირების წესები და ხორცს არ ჰქონდა თანდართული ფორმა   2 - დოკუმენტი პროდუქტის ვრგისიანობის შესახებ.

 გავრცელებული ინფორმაციის  თანახმად,   უვარგისი ხორცის საკვებად გამოყენების      ფაქტი   სამტრედიის   23  ბაგა-ბაღში დადასტურდა. 

  როგორც გაირკვა, სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელები    თავდაპირველად უარყდნენ  დანაშაულს,   თუმცა შემდეგ  აღიარეს  ბავშვებისათვის   უვარგისი   ხორცის   მიწოდება.


 

 აღნიშნული სურსათის უვბნებლობის სმსახურმააც  დასტურ და აღნიშნა,  რომ  საბავშვო ბაღებში შეტანილი  ხორცი საკვებად უვარგისი და გამოუსადეგარი.

 

 

 სამტრედიის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კი  აცხადებს, ხორცის მიმწოდებელმა მის ვარგისიანობასთან დაკავშირებით დასკვნა არ მიაწოდა, რის გამოც დაეჭვდნენ და ბაღების შემოწმება გადაწყვიტეს.

 

მისივე თქმით, გაფუჭებული ხორცის გამო შენობებშიც კი არასასიამოვნო სუნი იდგა.

 

თავად ხორცის მიმწოდებლები ბრალდებას უაყოფენ და აცხადებენ, რომ პროდუქტის სათანადო შენახვა თავად ბაღებში ვერ უზრუნველყვეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია