დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბაგა–ბაღების კეთილმოწყობისთვის 35 000 ლარი დაიხარჯა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/10 12:25:33

ქუთაისის 35  ბაგა–ბაღში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. როგორც ბაღების გაერთიანებაში აღნიშნავენ, საბავშვო ბაღები ბავშვთა მისაღებად და სასწავლო პროცესის დასაწყებად მზად  არის.


ზაფხულის განმავლობაში სკოლამდელ დაწესებულებებში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობდა. შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ  ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის ახალ შემსრულებელთან, ნანა ლორთქიფანიძესთან ერთად მოინახულა.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში 35  საბავშვო ბაღში შესრულდა 350 ათასი ლარის სამუშაო განხორციელდა. სრულად გარემონტდა სამზარეულოები, დამხმარე სათავსო ოთახები. ყველა შენობაში ცალკე გამოიყო და მოწესრიგდა სველი წერტილები ადმინისტრაციისათვის. 3 შენობა გადაიხურა მთლიანად. 4 შენობაში სრულად განხორციელდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ბავშვთა რაოდენობის ზრდამ 4 საბავშვო ბაღში გამოიწვია 5 ახალი ჯგუფის გახსნა, რისთვისაც სრულად გარემონტდა საჭირო ფართი.

 

 

იმის გამო, რომ ბაგა–ბაღებში სწავლება უფასო გახდა, ბავშვთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ბაღებში ფართების პრობლემა შეიქმნა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მომავალ სასწავლო წელს ქუთაისში 2 ბაღი აშენდება, თუმცა, რომელ პრობლემურ უბანში მოხდება ბაღების დამატება ამ დრომდე უცნობია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია