დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გადასცემს თუ არა თავის უფლებებს ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერიას
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/06 10:37:41

ქუთაისის საკრებულოში პრეცედენტი შედგა-მერიის მიერ გამოტანილი საკითხის დამტკიცებაზე საკრებულომ უარი განაცხადა.


   27 აგვისტოს  გამართულ სხდომაზე ქუთაისის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი  საპრივატიზაციო  ობიექტების  შესახებ არ დაამტკიცა.  საკრებულოს დეპუტატებმა მიზეზად მათი მხრიდან საკითხის მოუმზადებლობა დაასახელეს და კანონპროექტის გასაცნობად  დრო  ითხოვეს.  უმრავლესობის განმარტებით, დოკუმენტები,  რომლებიც თანდართული აქვს  პროექტს,   მეტ შესწავლას საჭიროებდა.

 

რა იმალება რეალურად  საკრებულოს  ამ გადაწყვეტილების უკან და არის თუ არა ეს თვითმმართველობის ამ ორ შტოს შორის შეუთანხმებლობა, ან ძალაუფლებისათვის ფარული ბრძოლა?


საკრებულოს წევრის ბესიკ ბრეგაძის თქმით,   უმცირესობამ პროექტს იმ უბრალო მიზეზის გამო არ დაუჭირა მხარი,  რომ პროექტი   გარდა   საპრივატიზაციო   ობიექტების   ნუსხისა,  მერიისადმი  საკრებულოს  უფლებების  დელეგირებასაც  შეიცავს:  „ჩვენმა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუჭირა  მხარი  ამ  პროექტს,  რადგან  გარდა  საპრივატიზაციოდ გამზადებული  ობიექტების  ნუსხის  დამტკიცებისა,  მერია ამ კანონპროექტით   საკრებულოსაგან  იმ   უფლების  დელეგირებას  ითხოვს,  რომლის  საფუძველზე-საპრივატიზაციო  ქონების  სასყიდით  გაცემის  დამოუკიდებლად,  საკრებულოს მონაწილეობის  გარეშეც   შეძლებს. - „ თვითმმართველობის  კოდექსის  თანახმად,   ნებისმიერ  იჯარას,   რომელსაც  მერია  გასცემს,   საკრებულოს  თანხმობა  სჭირდება.   რატომ  უნდა  დათმოს  საკრებულომ  ის  უფლება,  რომელიც   მან   თვითმმართველობის  ახალი  კოდექსით  მიიღო ?  ფაქტიუტად,  ეს  არის საკრებულოს  ფუნქციის  დაკნინება  და იმ  უფლების შეზღუდვა, რაც მას კანონმა  მისცა.“-  აღნიშნავს  ბრეგვაძე  - „მგონია,  რომ    უმრავლესობის   მხრიდანაც   არ იყო   მთავარი  „შესწავლის“  თემა,   მე  ვფიქრობ,  რომ  უმრავლესობის  99  პროცენტი,     შეიძლება,   ხმამაღლა  არ ამბობს,  მაგრამ   ასევე  ფიქრობს.  თუმცა   იმაშიც  დარწმუნებული   ვარ,   რომ  ის  ხალხი,   ვინც  წინა  სხდომაზე   მხარი  არ  დაუჭირა  ამ პროექტის  მიებას,  პირობითად,    ხვალ  რომ  გამოიტანონ ეს საკითხი იმავე სახით,  მას მხარს  დაუჭერენ.“


   ბრეგვაძე   დარწმუნებულია,   პროექტი  უახლოეს   სხდომაზე   ისევ იმ  სახით  გავა. – „ ჩვენი პოზიციაც   იგივე  იქნება  - ჩვენ   მას  მხარს  დავუჭერთ საპრივატიზაციო ობიექტების  ნუსხის  ნაწილში,   ხოლო მერიისათვის ამ უფლების გადაცემას  ვერ  დავეთანხმებით. „-  განაცხადა  ბესიკ  ბრეგაძემ  „P.S“-სთან  საუბარში.

  შეგახსებებთ,  რომ  ძველი კოდექსის თანახმად,  ეს უფლება ერთპიროვნულად საკრებულოს თავმჯდომარეს  ჰქონდა.


საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისი თავ-რის   გურამ  ტოროშელიძის   განმარტებით,  მათ დოკუმენტის  განსახილველად  დრო  არ  ეყოთ:   „დოკუმენტი  ჩვნ     20  აგვისტოს  დაგვეწერა,    კომისიაზე  მისი  განხილვა ვერ  მოვასწარით,  ამიტომ   ჩვენ თავი შევიკავეთ მისი მიღებისაგან.“-თქვა მან P.S“-სთან  საუბარში. 


რაც  შეეხება  მერიისადმი   უფლებების  დელეგირებას, ტოროშელიძე მიიჩნევს,  რომ ოპოზიციის   შეშფოთება  გადაჭარბებულია.  მეტიც,  არგუმენტები მას  ოპონენტების  მისამართით  თავად   აქვს:  “მათი  მმართველობის  პერიოდში   რაც  გაიყიდა, იმაზე  არავის  ამოუღია  ხმა.  ახლა რომ   შემოსულიყო  ასეთი  მოთხოვნა,   მე  წინააღმდეგი  ვიქნებოდი  „ჯაჭვის ხიდთან“  არსებული  სკვერის  გასხვისებაზე,  სადაც   ხეები  მოიჭრა  და  შენობა  იგება.  ახლა   რაღაც  ვიზამთ“...

„არანაკლები  სიტუაციაა ჭავჭავაძის 12 ნომერში“ - აღნიშნავს  ტოროშელიძე-ე. წ. “სამხედრო  ბინებთან“,  გაყიდეს  შენობის გვერდით ტერიტორია,  სადაც მიშენება   გზის  სავალ  ნაწილზე  გადმოდის,  იქაც ხეები  იჭრება,  ამის გამო  მოსახლეობამ საჩივარი სასამართლოში  შეიტანა.“

ტოროშელიძე  პირობას დებს,  რომ  საკრებულოში  მათი  ყოფნის  პერიოდში მსგავსი  გადაწყვეტილებები  მიღებული  აღარ  იქნება.


 

ქუთაისის  მერის  მოადგილის კოტე ქავთარაძის განმარტებით  კი,   მერიას აღნიშნულ  კანონპროექტში  არანაირი   ცვლილებები  არ შეუტანია-„საკრებულოს  მომდევნო  სხდომაზე  პროექტი  იგივე  რედაქციით  გავა.“


 საკრებულოს  განკარგულების  ამ  პროექტით  ცვლილებები  2007  წლის  26  დეკემბრის  დოკუმენტში  შედის,  რის მიხედვითაც  საპრივატიზაციო  ობიექტების  ნუსხას 14 ახალი  ობიექტი   ემატება.  სადაო   მუხლში  კი აღნიშნულია:   „მიეცეს  თანხმობა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას  საპრივატიზაციო   ობიექტების ნუსხაში დამტკიცებული უძრავი  ქონების სარგებლობის უფლებით (სასყიდლით)  გადაცემის თაობაზე“

 

 

როგორც  „P.S“-ს   ქუთაისის    წინა მოწვევის   საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ  გიორგი  შავგულიძემ  განუმარტა,  ამ  დოკუმენტში უჩვეულო არაფერია:  “აქ საუბარია იმ ობიექტების  სასყიდლით   გაცემის,  ანუ გაყიდვის   უფლების  გადაცემაზე,  რომელზეც  გადაწყვეტილებას  საკრებულო, ანუ  სათათბირო ორგანო  იღებს, ხოლო  აღსრულებას  თვითმმართველობის აღმასრულებელ  შტოს  ავალებს.   ამ  დოკუმენტში არაფერია  ნათქვამი  მერიისათვის  ისეთი  უფლების  დელეგირებისათვის,   რომელიც  მას  საშუალებას მისცემს  ქალაქში არსებული მთლიანი ქონების  პირდაპირი წესით განკარგვის  თაობაზე.“  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია