დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
21-ე საუკუნის ქუთაისში კანალიზაციის, ღვარსადენების და ქუჩებში მოძრაობის პრობლემებია
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/05 16:48:54

ქუთაისის   სტუმრებისათვის,   განსაკუთრებით,  უცხოელებისათვის , პირველ რიგში გაკვირვებას  ქალაქის ქუჩებში  არსებული   უწესრიგობა  იწვევს.   მანქანებს ფეხით  მოსიარულეების სავალი ნაწილი -ტროტუარები აქვთ  დაკავებული,   ქალაქის   უმეტეს გზებზე მოძრაობის  მომაწესრიგებელი  ხაზები თითქმის   მთლიანად    წაშლილია,    გადასასვლელებზე გაჭირვებით შეიძლება ე.წ. „ზებრის“   ამოცნობა,  ბევრ ადგილზე წაშლილია, ბევრგან კი, მიუხედავად საჭიროებისა,ის  საერთოდ  არ  არსებობს.   ამას  შუქნიშნების  გაუმართავი  მუშაობაც  ემატება...

ამ და სხვა  საკითხებზე დღეს ქუთაისის  საკრებულოს  საფინანსო  კომისიის სხდომაზე  იმსჯელეს,   სადაც ქალაქის  კეთილმოწყობის  საკითხებზე  6 თვის  ანგარიში   მოისმინეს. 

 

ქალაქის  ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის თქმით,  გამოვლენილია გამარჯვებული  კომპანია, რომელიც   ქალაქის ქუჩების დახაზვას   მომავალი  კვირის  ორშაბათიდან  დაიწყებს.  მისივე  თქმით,   ქალაქს  გადმოეცემა  12 შუქნიშანი,  რომელიც  პრობლემას  ნაწილობრივ  მოხსნის.


 ამ საკითხის  მიმართ  სკეპტიკურადაა განწყობილი საკრებულოს  ოპოზიციონერი წევრი ბესიკ  ბრეგაძე.  მისი  თქმით, „ გზის  მონიშვნის  სამუშაოები  ზაფხულში  უნდა  მიმდინარეობდეს  და ახლა უკვე დამთავრებული  უნდა  იყოს.  სამსახურის  უფროსმა რომ  თქვა, ორშაბათიდან  დაიწყება  სამუშაოებიო, ასე  ვერ  მოხდება, რადგან  ჯერ ხელშეკრულება  უნდა გაფორმდეს   კომპანიასთან,   ის რომ  მოემზადება   და დაიწყებს  ამ  სამუშაოებს,  უკვე ნალექების  სეზონიც  დაიწყება.  ამ  სამუშაოების  შესრულებასაც  თავისი  წესები  აქვს - მზიან  ამინდში  უნდა  გაკეთდეს  და  არა  ისე,  რომ  საღებავი   ნალექებმა    გადაშალოს“


საკრებულოს უმრავლესობის წევრის,  გურამ ტოროშელიძის  თქმით, მოძრაობის  შემაფერხებლები  ქალაქის  ქუჩებში  არაგეგმიურადაა  განთავსებული,  არის  ქუჩები (ევდოშვილის ქუჩა),  სადაც  შემაფერხებლები,  იგივე  “მწოლიარე პოლიციელები“  საჭიროზე  მეტია,  ზოგან  კი  ის საერთოდ  არ არის.  მაგალითად 41-ე საჯარი სკოლასთან არც შუქნიშანია,  არც ზებრა გადასასვლელია მონიშნული  და არ მოძრაობის შემაფერხებელია გაკეთებული.


წვიმების  სეზონის  მოახლოებასთან  ერთად,  აქტუალურია ქალაქში   ღვარსადენების  გაუმართავი  სისტემა.  მცირე ნალექის  შემთხვევაშიც  კი  ქალაქის  ქუჩები გაუვალი  ხდება. 


საკრებულოს  საფინანსო-საბიუჯეტო   კომისიის თავმჯდომარის,  ლელა ქელბაქიანის  თქმით,  ამ მხრივ  მის  უბანში-კახიანაურის  მუნიციპალიტეტში  პრობლემა ყოველი  წვიმის  დროს  იქმნება,მოსახლეობას  წყალი  ეზოებსა  და  სარდაფებში ჩაუდის. 

 

საკრებულოს  „ნაციონალი“  წევრი ბესიკ ბრეგაძე ეთანხმება მოსაზრებას,  რომ  პრობლემა   ქალაქის  რეაბილიტაციის შემდეგ გამწვავდა,  თუმცა მას  ამის  ახსნაც  აქვს.  მისი  თქმით:  „ბუნებრივი წყლის  ნაკადი,  რომელიც  მანამდე   სხვადასხვა  მიმართულებით  იღვრებოდა,    უკვე  მოწესრიგებულად  მიდის   ერთი  მიმართულებით,  რაც  ამ  ნაკადის  ზრდას  იწვევს.  ამ  რაოდენობის  წყლის ნაკადს კი  უკვე  ვეღარ  ატარებს  არსებული  ღვარსადენები.  ამას ემატება  ისეთი ნარჩენები, როგორიცაა პლასტმასის  ბოთლები  და პოლიეთილენის პარკები,  რაც კიდევ უფრო ართულებს  წყლის  გამტარუნარიანობას.   მდგომარეობას  ამწვავებს  ასევე  კანალიზაციის   ქსელები, რომლებიც  ბევრ  ადგილზე  მოსახლეობას ღვარსადენებზე აქვს  დაერთებული“.


ბრეგაძეს ამ  ნაწილში  „წყალკანალის“   ყოფილი  ხელმძღვანელი, დეპუტატი  გურამ  ტოროშელიძეც  დაეთანხმა,  რომელმაც  აღნიშნა,  რომ მოსახლეობის  მიერ   ღვარსადენებზე თვითნებურად  დაერთებული  კანალიზაციის სისტემა  მათვე  უქმნით  პრობლემას,  როცა    წყალდიდობის დროს ღვარსადენებს  გატარების  პრობლემა  ექმნებათ.


საკრებულოს  უმცირესობის  წარმომადგენელი  ამირან ძოწენიძე  კი ქალაქის  ცენტალური  ხიდის  რეკონსტრუქციის   დაუსრულებლობაზე  წუხს.   აღმოჩნდა,   რომ  შპს  „გეგი“,  რომელიც ამ  მშენებლობას  ახორციელებს,   მსგავს დარღვევებში  შემჩნეულია,  თუმცა, მისი „ერთადერთობის“ გამო   შეუცვლელად  იღებს  დაკვეთებს.


ამგვარად,  21-ე  საუკუნის  ქუთაისში  ჯერჯერობით  კანალიზაციის,  ღვარსადენებისდა ქუჩებში   მოწესრიგებულად  მოძრაობის პრობლემებია.


ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, მალხაზ  ბასილაძის  თქმით, „სამუშაო  მაგიდაზე  152 ღვარსადენის  პროექტი  უდევს,რომელიც  უსახსრობის  გამო,  ვერ  ფინანსდება.“საკრებულოს   წევრების აზრით  კი,   ქალაქი  რეალური  თვითმმართველობის  განხორციელებას  მხოლოდ მაშინ  შეძლებს,   როდესაც  საკუთარი  ფული  ექნება, ანუ  გადასახადების  რაღაც  ნაწილი  ადგილზე დარჩება.თუმცა,  ისიც საკითხავია,  არსებული  სახსრების  ხარჯვა   რამდენად  ეფექტურად  და დანიშნულებისამებრ  ხდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია