დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/05 12:40:06

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის, წინასწარი პროექტირების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს  საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E-60 ავტომაგისტრალს შორის, ასევე არის მთავარი საერთაშორისო საგზაო არტერია და  ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს მთავარ ქალაქებს.

 

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია ძირითადად უკვე არსებული გზის ფარგლებში  განხორციელდება და მოიცავს: ასფალტის საფარის დაგების, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ასევე ნაპირსამაგრ, გზის მონიშვნისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობის სამუშაოებს.

 

 

ადგილობრივ მოსახლეობას  აღნიშნულ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს, არსებულ საავტომობილო გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. ამ დრომდე 37 000-მდე ადგილობრივი მოსახლე ხრეშოვანი გზის საშუალებით გადაადგილდება, რაც სოფლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აფერხებს. ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გზის წინასწარი პროექტირება 2014 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე დეტალური პროექტირება მომზადდება, ხოლო შემდეგ  საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2309
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია