დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
14 ვებ-გვერდი, რომელიც ახალი ენის შესწავლაში დაგეხმარებათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/04 13:13:37

 

გაეცანით 14 ვებგვერდს, რომელიც სხვადასხვა ენის შესწავლაში დაგეხმარებათ!


1. Duolingo.com — Duolingo გვთავაზობს ენის სწავლებას გრამატიკის და ლექსიკის გაკვეთილების მეშვეობით. დააგროვეთ ქულები და გადადით "თამაშის" შემდგომ საფეხურებზე. აქ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ: ესპანური, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ირლანდიური და დანიური ენები. სულ მალე ვებ-გვერდს დაემატება უნგრული, შვედური, თურქული, რუსული, პოლონური და რუმინული ენები.


2. BBC Languages — BBC-ის მეშვეობით 40 სხვადასხვა ენის შესწავლაა შესაძლებელი გრამატიკის, ლექსიკის, თამაშების, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობების და ტესტების გზით.


3. Livemocha.com – ონლაინ კურსები 35 ენის შესასწავლად დამწყებთათვის.


4. Memrise.com — ამ შემეცნებით და გასართობ ვებ-გვერდზე რამდენიმე მიმართულებით შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა და გაავარჯიშოთ მეხსიერება. 8 ენაში შეგიძლიათ გაიმდიდროთ ლექსიკა: ინგლისური, რუსული, ესპანური, ჩინური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური და ჩინური.


5. Lingocracy.com — შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო შინაარსის ტექსტები და მიიღეთ პირდაპირი თარგმანი და განმარტებები. Lingocracy-ის plug-in-ის დაყენებით თქვენ ასევე შეძლებთ ინგლისურ ენაზე წაიკითხოთ 50-ზე მეტ ენაზე შექმნილი ვებ-გვერდები.


6. FSI Language Courses – აქ მოცემული ენის კურსები ამერიკის მთავრობის მიერაა შემუშავებული და ახლახანს გადავიდა საჯარო დომეინზე.


7. InternetPolyglot.com — აქ მოცემული გაკვეთილები და თამაშები მალე გადაგაქცევთ პოლიგლოტად.


8. Babbel.com — ისწავლეთ ენა მოცემული ვარიანტებიდან სწორი თარგმანის ამოცნობის გზით.


9. LyrnLang.com — ისწავლეთ ახალი სიტყვები და ფრაზები თქვენთვის სასურველ ენაზე სიმღერების მოსმენით და ტექსტების თარგმანის წაკითხვით.


10. Forvo.com — აქ გადაამოწმებთ თუ რამდენად სწორად გამოთქვამთ სიტყვას, და ისწავლით ახალი სიტყვების წარმოთქმას ათეულობით ენაზე.


11. GreatLanguageGame.com — თამაში, სადაც თქვენ ცდილობთ ერთმანეთისგან განასხვავოთ 80 ენა. 


12. Interpals.net – შეიძინეთ ონლაინ მეგობარი (pen pal) უცხო ქვეყანაში და შეისწავლეთ მისი ენა.


13. Chineasy.org — გაკვეთილები და რესურსები ჩინური ენის შესასწავლად.


14. Lernu.net — ესპერანტოს (ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენა) უფასო კურსები და ინფორმაცია.


წყარო: kaizenist

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია