დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განსხვავებული აზრი
დავით დარჩიაშვილი: "ქვეყანას სამარცხვინო შს მინისტრი ჰყავს!"
ავტორი: ირინა მაკარიძე
2014/09/04 12:28:53

დავით  დარჩიაშვილი ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში  ადანაშაულებს: „ აი, სახელმწიფოებრიობის  არ ცოდნის ორი ნიშანი -  განმარტავს დარჩიაშვილიpsnews.ge-სთან  საუბარში -  ერთი, არ აინტერესებთ სახელმწიფო  ინსტიტუტების  ფუნქციონირება,  მათთვის  მთავარია „კაიბიჭობა“ და ვინ  ვისი  ნათესავია . მეორე  - სახელმწიფო   ესმით  რაღაც  კლიშეებით  და  რეგულაციებით,  რომელიც  სიკეთის  მაგივრად,  გაართულებს  ცხოვრებას  და   კორუფციის ახალ  არხებს  ხსნის“-  დარჩიაშვილს  ამის  მაგალითად   სავიზო   რეჟიმთან   და  ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი ცვლილებები  მოჰყავს. 


„ ძველ, ხავსმოკიდებულ  სახელმძღვანელოებში  რაღაც  წერია ვიზების  რეჟიმზე  და  იმას  მიადგნენ   და სტრატეგიებს  წერენ,  რომ  გაურთულონ  ადამიანებს  მისვლა-მოსვლა,  მათ  შორის, ევროპის  სახელმწიფოების  მოქალაქეებს“


ოპოზიციონერი პარლამენტარის თქმით,    წინა ხელისუფლების დამსახურებაა ქვეყანაში ტურიზმის  განვითარება, „ახლები“ კი ამ საქმით ხელის მოთბობას ამჯობინებენ:   ქვეყანაში  ტურიზმის დიდი ნაკადია,  წლები დასჭირდა ამის ძალისხმევას და ერჯერობით ვერ ჩაიფარცხება, თუმცა, სახელმწიფოს  შემოსავლები არ  იზრდება. ეს ნიშნავს, რომ  ჩრდილში მიდის  რაღაც  შემოსავლები, ხელიდან ხელში ხდება  გარიგებები - ეს არის  კორუფცია“.


 

პარლამენტარის  თქმით,   ქვეყანაში გართულებული კრიმინალურ ფონი,  შესაძლოა, ტურიზმზეც ცუდად აისახოს. მისი თქმით,  ქვეყანას სამარცხვინო  შსს  მინისტრი ჰყავს, რომელსაც გადადგომოსაკენ  მოუწოდებს - „ვინ არის ჭიკაიძე?  ეს ადამიანი იყო  ოპერატიული მუშაკი,  რომელიც  პატიმარს იბამდა ხელზე ხელბორკილით,   ვერ ლაპარაკობდა,  დღესაც ვერ ლაპარაკობს, მაგრამ  მინისტრია, მას რომ  ჰქონდეს  მოქალაქეობრივი განცდა, თვითონ  გადადგებოდა“- განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია