დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რამდენია მასწავლებლის ხელფასი სხვადასხვა ქვეყანაში
2014/09/02 13:55:12

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მასწავლებლების ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ მასწავლებლობა ჩვენთან მაღალანაზრაურებად და დაფასებულ პროფესიად მიიჩნევა.



იმ მასწავლებლების საბაზო ხელფასი, რომლებსაც მუშაობა სრულ განაკვეთზე უწევთ, 245-დან 305 ლარამდე გაიზარდა. კლასის დამრიგებლობისთვის დანამატი 76,25 ლარია, რაც წინა წლებთან შედარებით 10 ლარით გაზრდილ სხვაობას გულისხმობს.



19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა. მაგალითად, თუ პედაგოგი კვირაში 22 საათს ატარებს, თვის ბოლოს მას ხელფასზე დამატებით 80 ლარი ეძლევა.

 


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის ბრძანების საფუძველზე, სერტიფიცირებული პედაგოგი ხელფასზე 75-ლარიან დანამატს იღებს. ამ თანხას 125 ლარი ემატება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვს.



უხეში გათვლებით, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოში სერთიფიცირებული ინგლისური ენისა და კომპიუტერის მცოდნე პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 580 ლარია მაშინ, როდესაც ოფიციალური მონაცემებით, 2013 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 898.7 ლარს შეადგენს.



საინტერესოა, რამდენად დაფასებულ პროფესიად მიიჩნევა მასწავლებლობა მსოფლიოს წამყვან განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში და რა პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ პედაგოგებს სკოლაში სწავლების უფლების მოსაპოვებლად.



პოლონელი პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 დოლარია. თუმცა, ქვეყნის სხვადასხვა ოლქში მცხოვრები მასწავლებელები .. ბონუსებითაც სარგებლობენ, რაც ტრანსპორტით გადაადგილებაზე 50%-იან ფასდაკლებაში ან სპეციალური აქციების დარიგებაში გამოიხატება, რომლის გადაცვლა მაღაზიაში პროდუქტებზე შეიძლება.



პოლონელი მასწავლებელები თავიანთი კლასების მოსწავლეებს კერძო გაკვეთილებს არ უტარებენ. ეს არაეთიკურად მიიჩნევა.



გერმანელი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 3500 ევროს აღწევს, რაც ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს 1000 ევროთი აჭარბებს. 3500 ევროს ოდენობის ხელფასს გერმანიაში ის პედაგოგები იღებენ, რომლებსაც კვირაში დაახლოებით 25 საათის ჩატარება უწევთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლობა გერმანიაში მაღალი პენსიის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა.



საშუალო დონის ბრიტანელი პედაგოგის ხელფასი 3500 დოლარს აღწევს.საინტერესოა, რომ მასწავლებლებს სხვადასხვა სკოლებში სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს უყენებენ. მაგალითად, კერძო სკოლაში მასწავლებელს თხოვენ, 2-3 დამატებითი გაკვეთილი ანაზღაურების გარეშე ჩაატაროს.



ბრიტანელი მასწავლებლები წელიწადში 39 კვირას სკოლაში ატარებენ, თუმცა მათი სამუშაო საათები დილის 08:30 საათიდან შუადღის 15 საათამდე მერყეობს. ბრიტანელ პედაგოგებს არ ეკრძალებათ მოსწავლეების კერძოდ მიღება, რაც მათი შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი ხელსაყრელი წინაპირობაა.



თურქი მასწავლებლის ხელფასი საშუალოზე ოდნავ მაღალია და დაახლოებით 1000 დოლარს შეადგენს. სამეცნიერო ხარისხისთვის პედაგოგს 200-300 დოლარი ემატება, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისთვის - 200 დოლარი, თუ შვილები ჰყავს - საშუალოდ 100-150 დოლარი. გარდა ამისა, თურქი მასწავლებლები ტრანსპორტზე 50 პროცენტანი შეღავათით სარგებლობენ.

ივლისიდან სომხეთში მასწავლებლების საშუალო ხელფასი 370 დოლარს მიაღწევს, ხოლო აზერბაჯანში - 269 მანათს, რაც დაახლოებით 344 დოლარის ექვივალენტია. საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანელ პედაგოგებს სკოლის გარდა, კერძოდ უწევთ მოსწავლეების მიღება, რათა თვის ბოლოს ოფიციალური ხელფასის გარდა, დამატებითი შემოსავალი მიიღონ.

 

წყარო: bpn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია