დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში სერგეენკოს არ ეთანხმებიან
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/09/02 12:18:13

მოწესრიგებული სისტემა თუ ახალი ქაოსი

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, რეცეპტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები მარტივია და ის მოქალაქეებისთვის არანაირი სახის დაბრკოლებას არ შექმნის. გუშინ დილითვე მინისტრი აცხადებდა, რომ რეცეპტების მიღებისა და წამლების გაცემის პროცესს დაბრკოლება არ შეუქმნია მოქალაქეებისათვის. თუმცა სხვაგავარად ფიქრობს მედიკამენტებზე დამოკიდებულ ადამიანთა ნაწილი.

 

საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ამ ცვლილებებით არ შეექმნება დაბრკოლება, თუ ისინი მიყვებიან იმ მარტივ წესებს რასაც ჩვენ ვაცხადებთ.“ – თუმცა ის, რაც ჯანდაცვის მინისტრისთვის მარტივია, პრაქტიკაში რთული აღმოჩნდა მოქალაქეებისთვის.

 

 

დარეჯან იოსებაშვილი: „76 წელი შემისრულდება და ასეთი განუკითხაობა მე არ მახსოვს. ისედაც ფეხებში ძალა წართმეულს, საათობით რიგში დგომა სად შემიძლია. ჩემს წინ მხოლოდ 4 ადამიანი იდგა და ერთი საათი მომიწია რიგში დგომა, რას უმოწმებდნენ ამდენს ამ მყიდველებს, ვერ გავიგე, მე ახლა ისეთი წამალი  მინდოდა, რეცეპტი არ მომთხოვეს, მაგრამ ბოლოს როდის ვიყავი ექიმთან, აღარ მახსოვს, წნევა და რევმატიზმები მაწუხებს წლებია და წამლებს სულ ჩემით ვყიდულობ, ექიმთან სიარულის არც შეძლება მაქვს, არც საშუალება და ის წამლები, რომლებსაც სისტემატურად მოვიხმარ, როგორც გავიგე, უკვე რეცეპტით გაიცემა, ისედაც უსაშველო ფასები აქვთ, ძლივს ვახერხებდი ყიდვას და ახლა ექიმთან ვიზიტზე უნდა გვარბენინონ? თუ ხალხი ადარდებთ, წამლები გააიაფონ.

 

გივი იობიძე: „არ  ვიცი, ეს რა მოიგონეს, წნევა მაქვს, კაცო, დამწევი მინდა და რად უნდა რეცეპტი ამას, ვერ მოგცემთო, ახალი ბრძანება გვაქვსო! რა უნდა ვქნათ ხალხმა, იცით? უნდა მივიდეთ დავუჯდეთ სამინისტროსთან წნევიანები და უპატრონოდ ინფარქტი რომ დაგვემართება, ექიმთანაც წაგვიყვანონ და წამლებიც გვიყიდონ. ისედაც ამ წამლებს რისგან ამზადებენ, საკითხავია. ზოგი ისეთია, გინდ დაგილევია, გინდ არა, შედეგი არ აქვს. რას გვასმევენ, კაცმა არ იცის და ახლა რეცეპტი მოიგონეს კიდე.“

 

ზინა ხვედელიანი:  „ამბობენ, აფთიაქებში რიგები დგასო, მაგრამ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, კარგა ხანია, ამბობენ – სექტემბრიდან წამლები რეცეპტით გაიყიდებაო და იმხელა ჩამონათვალს აცხადებენ, მაგას პენსიონერი კი არა, ახალგაზრდა ვერ დაიმახსოვრეს. ამიტომ პენსია როგორც ავიღე, ავდექი და წინასწარ მოვიმარაგე.“

 

ერთდღიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, შექმნილ გართულებებზე საუბრობენ ფარმაცევტებიც. მათ მიმართ ძირითადი პრეტენზიები უკავშირდება იმას, რომ მყიდველები მათთვის სასუსრველ წამლებს, იმის გამო, რომ ექიმის დანიშნულება არ აქვთ, ვერ ყიდულობენ. ფარმაცევტების ნაწილი თვლის, რომ რეცეპტი მხოლოდ ანტიდეპრესანტებზე უნდა ვრცელდებოდეს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინიდა მოყოლებული წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონი გამკაცრდა, ცვლილებების თანახმად, აფთიაქებში ურეცეპტოდ აღარ გაიცემა I და II ჯგუფის 6405 დასახელების მედიკამენტი. მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება აქვთ ისეთი პოპულარული მედიკამენტების შეძენისას, როგორიცაა ნიმესილი, კეტონალი, გლუკოზა, დიმედროლი, პარაცეტამოლი, სუპრასტინი, ანალგინი, სტრეპტომიცინი, ვიაგრასანი, ვიტამინი E, დრამინა, ერითრომიცინი, ესენციალე N, ამოქსიკლავი და სხვა.

 

ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებიდა იმუნომოდულატორები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰისტამინური საინექციო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული დაანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო  ამლის ფორმები და სხვა.

 

ფორმა №3 რეცეპტის ბლანკები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. რეცეპტების ამობეჭდვას რეცეპტების სისტემაში დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი შეძლებს. სოფლის ექიმებს კი რეცეპტები სამინისტროს მიერგადაეცემათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია