დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
1 სექტემბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება სამართალდამცავ ორგანოებზე გავრცელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/01 13:45:18

1 სექტემბრიდან, ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება და დღეიდან მისი მანდატი ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავებაზე.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილების მიხედვით, ინსპექტორი კერძო სექტორის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს 1 ნოემბრიდან განახორციელებს.

 


როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, საზედამხედველო ორგანოს ლეგიტიმაციის გაზრდის მიზნით, შეიცვალა ინსპექტორის დანიშნვის წესი, მომდევნო ინსპქტორს აირჩევს საქართველოს პარლამენტი პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატდან, ხოლო კანდიდატებს სპეციალური კომისია შეარჩევს.

 

საკანონმდელო ცვლილებების შედეგად, გაფართოვდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა წრე და გაიზარდა მათი დაცვის გარანტიები, შეიზღუდა და გამკაცრდა გენეტიკური მონაცემების დამუშავების წესი, დაიხვეწა ვიდეოთვალთვალის რეგულირება, ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიდეოთვალთვალის განხორციელება შეიზღუდება.

 

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის რეგულირების დახვეწასაც, 2014 წლის 1 სექტემბრიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომპანიებ გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ მათთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე სათანადო რეაგირებას არ განახორციელებენ, 1 ნოემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით მიმათონ ინსპექტორის აპარატს. 

 

საკანონმდებლო ცვლილებები 2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო 76 ხმით არცერთის წინააღმდეგ . ცვლილებები შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, 7 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტსა და პარლამენტის რეგლამენტში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია