დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეიდან საქართველოში 7 ცვლილება შევიდა ძალაში
2014/09/01 08:52:15

პირველი სიახლე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაა - 24 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა არ შეეძლებათ. 


ამასთან, “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ კანონშიშეტანილი ცვლილებების თანახმად, 94 ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში უვიზოდ გაჩერებას, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა, 90 დღის განმავლობაში შეძლებენ. 


უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ ევროპის ქვეყნების, ნატო- წევრი, დსთ-ის წევრი და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეები

 

 

ცვლილების ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ საქართველოში შემოსასვლელი ვიზა დღეიდან 50 დოლარი ეღირება და მისი აღება საზღვრის გადმოკვეთისას აღარ იქნება შესაძლებელი. საქართველოს ვიზა მხოლოდ ქვეყნის ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიცემა.

 

 

ასევე დღეიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დიდი ნაწილი ძალაში შედის; პირველი სექტემბრიდან ძალაში შევა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტი

 

 

გარდა აღნიშნული პუნქტისა, ძალაში შედის ასოცირების შეთანხმების პირველი კარიძირითადი პრინციპები; მეორე კარის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებს, ასევე საგარეო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები; ფინანსური დახმარება და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები და სხვა

 

 

1 სექტემბრიდან მედიკამენტების გარკვეული ნაწილი ურეცეპტოდ აღარ გაიცემა; 6 000-ზე მეტი დასახელების წამლის ყიდვა მხოლოდ ექიმის რეცეპტის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

 

 

 აღსანიშნავია ისიც, რომ დღეიდან შეზღუდვები დაუწესდებათ არასრულწლოვნებს. 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ნებისმიერი დასახელების წამლის შეძენა ეკრძალებათ, მათზე პრეპარატები ექიმის რეცეპტითაც არ გაიცემა. 

 

 

დღეიდან ასევე სასწრაფო დახმარების გამოძახების წესი იცვლება; სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეგულაცია დაწესდება და ადგილზე მისვლა არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება



კერძოდ, მოქალაქის მიერ 112-ზე განხორციელებული ზარის შემდეგ, დისპეჩერი გადაწყვეტს რომელ გამოძახებაზე გავა ეკიპაჟი და რომელზე - არა. სასწრაფოს გამოძახების დროს მოქალაქემ პაციენტის ჩივილები დისპეჩერს უნდა ჩაანიშნიოს და სწორედ ამის საფუძველზე განისაზღვრება რამდენად გადაუდებლად ესაჭიროება პირს მედიკოსების დახმარება; 

 

მორიგი ცვლილებაა 1 სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამის ამოქმედება; პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ნებისმიერ პირს საშუალება მიეცემა სახელმწიფოსგან მიიღოს 5000 ლარამდე ფინანსური დახმარება, რათა შექმნას და განავითაროს მიკროსაწარმო

 

 

დარგების კუთხით პრივილეგიები არ იქნება და ნებისმიერი კომერციულად მიმზიდველი პროექტი შეიძლება დაფინანსდეს. პროექტებს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი განიხილავს, რომლის უმთავრესი ინდიკატორიც პროექტის სიცოცხლისუნარიანობა და მისი განვითარებისა და მოგებიანობის პერსპექტივა იქნება. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს თანხა არ შედის პროგრამის "აწარმოე საქართველოში" თავდაპირველად გამოყოფილ 46 მილიონ ლარში

 

 

1 სექტემბრიდან მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება საჯარო მოხელეებისთვისაც. ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში სამუშაო დღე 09:00 საათიდან დაიწყება

 

 

ბოლო სიახლე, რომელიც დღეიდან შედის ძალაში, აგროდაზღვევის პროექტის ამოქმედებაა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს მთავრობის მიერ სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში

 

 

პროექტი ყველა იმ პროდუქტზე ვრცელდება, რომელზეც საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტატისტიკურად იქნა ინფორმაცია მოძიებული. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე. თანადაფინანსებას და პროცენტის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს, ხოლო გლეხს ან დამზღვევს ექნება შესაძლებობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 18551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია