დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში თემობის დღესასწაული აღდგა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/08/29 20:29:57

 ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ისტორიული  ჩხირაულის თემისა და მიმდებარე ტერიტორიის სოფლების მოსახლეობისათვის  თემობის დღესასწაულის ტრადიცია აღდგა. თემობაში ძირითადად მონაწილეობას ღებულობდნენ საუკუნეების განმავლობაში სვერის, ცხრუკვეთის, თუალვეთის, გეზრულის, ჩხირაულის, მანდაეთის, ტყემლოვანის, მეჩხეთურისა და სხვა ახლომახლო სოფლების მოსახლეობა.


 ამ ტრადიციის მიხედვით, მარიამობის  დღესასწაულზე მოსახლეობა იკრიბებოდა .. სათემოზე, რომელიც რამდენიმე სოფლის გასაყარზე მდებარეობს და ამჟამად კერძო საკუთრებაშია. ეს ტერიტორია რამდენიმე წლის წინ დაიკანონა ნინო ბურჯანაძის მამამთილის ოჯახმა  და წელს, რატომღაც ორგანიზატორებმა ვერ მოახერხეს ოჯახთან შეთანხმება ტერიტორიის დროებით სარგებლობაში გადმოცემის საკითხში.

 

 თემობაზე ძველად ურმებითა და ცხენებით მიდიოდნენ ზემოიმერლები ეკლესიებში მარიამობის წირვის დასრულების შემდეგ და სპორტული ღონისძიებების (ჭიდაობა, დოღი) გარდა იმართებოდა საერთო სუფრა, ლექსების დეკლამაცია და ,,საპატარძლოების გადანახულებაცკი.

 

 გასულ წელს, რამდენიმე წლიანი წყვეტის შემდეგ ადგილობრივი მკვიდრების, მალხაზ და ირაკლი ბიწაძეების, მეთაურობით კვლავ აღდგა ეს ტრადიცია.

 

 თემობა 2014-ში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა იყვნენ სტუმრები სხვადასხვა რეგიონიდან (მათ უმეტესობას წარმომავლობა ჭიათურიდან აქვთ).

 

 უბელო (უუნაგირო) ცხენების დოღში გაიმარჯვა მამუკა სამხარაძემ. მისმა ,,ბუცეფალმაპატრონს დაწესებული პრიზი, ასი ლარი, მოაგებინა, ხოლო ქართულ ჭიდაობაში გაიმარჯვა ბახვა აბრამიშვილმა (მასაც გადაეცა პრიზის სახით ასი ლარი). თემობის პოეზიის ნაწილში  მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე ადგილობრივმა მთქმელმა და ავტორ-მთქმელმა. მათ შორის, მცირეწლოვანთათვის დაწესებული იყო მცირეფასიანი საჩუქრები.

 

 თემობას დაესწრო ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და, ასევე, კომპანია GAA- წარმომადგენლები. GAA- თემობის ფინანსური მხარე უზრუნველყო (ფინანსური მოცულობა კონფინდეციალური იყო).

 

 ადგილობრივი მკვიდრების თქმით, წლევანდელი თემობა იმითაც იყო შთამბეჭდავი, რომ ორგანიზატორებმა მოახერხეს ესტრადის ისეთი სახეების ჩამოყვანა, რომლებსაც სიამოვნებით უსმენს სხვადასხვა თაობის ადამიანები (ნუკრი კაპანაძე, ნოდიკო ტატიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები).

 

საკონცერტო ნაწილი წვიმიან პერიოდს დაემთხვა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია არც მომღერლებისა და არც მსმენელებისათვის. თემობა ფეიერვერკით დასრულდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია