დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
ორმაგი სტანდარტები კვერეთში
2014/08/27 10:46:14

დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, გადავწყვიტე, რომ ხუთი დღით რაჭაში წავსულიყავი უახლოეს ადამიანებთან ერთად. კარავული ტურიზმი დამღლელი, მაგრამ ერთობ სასიამოვნო პროცესია და ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთ აღიარებულ სახეობად ითვლება. ხუთდღიანი დასვენების ნაცვლად სამდღიანი გამოგვივიდა დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, მაგრამ მაინც მოვახერხე დასვენებაც და რეპორტაჟისათვის ნედლი მასალების ჩაწერა.


 მშვენიერი ტურისტული გარემო, რომელიც რაჭას გააჩნია, მისახედია, მაგრამ ადამიანები მაინც ხშირად სტუმრობენ ბარაკონს, ნიკორწმინდას და ლამაზ მთიან სოფლებს. საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც რაჭაში გადაგიყვანთ, საჩხერიდან ორი მიმართულებით შეიძლება განახორციელოთ. ერთი უზუნთიდან, მეორე_კვერეთიდან. წასვლით უზუნთიდან გადავედით და რაჭაში კი კვერეთის გავლით გვირჩიეს დინჯმა რაჭველებმა: 7 კილომეტრით უფრო მოკლეაო. ჩვენც, სხვა მარშრუტის ნახვით დაინტერესებულებმა,  ონის რაიონიდან კვერეთისკენ გამოვწიეთ. სიცხის გამო გადავწყვიტეთ, რომ ახლობლისთვის დაგვერეკა და მანქანით გამოგვდგომოდა. თუმცა მას კვერეთში გზა გადაკეტილი დახვდა წარწერით: ნადირობა, თევზაობა და ავტომანქანით მოძრაობა არ შეიძლებაო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კანონმორჩილება ჩემთვის უცხო არაა და ,,გამოძახებულმა" მძღოლმა ,,ტეკთან" გააჩერა ავტომობილი. გაოცებული დავრჩი, როცა არ ამოგვიდგა ისეთ გზაზე, სადაც მაღალი გამავლობის ავტომობილისთვის მოძრაობა არ არის პრობლემა. თანაც გზად ავტომობილის ნაკვალევი გარკვევით ჩანდა. სანამ ,,ტეკამდე" მოვიდოდი, მანამდე ,,აკრძალულ" ზონაში მანქანა შევიდა (დავაფიქსირე ფოტოაპარატით კიდეც).


 აღშფოთებულმა დაღლილობაც დავივიწყე და ,,ტეკისკენ" მხნედ გავაბიჯე, თან გზად ვხედავ, რომ ნაცეცხლარიცაა ზედ ასფალტირებული გზის პირას, არც პოლიეთილენის ბოთლებია იშვიათობა, სკებიც ათეულობით დგას გზის პირას და ვფიქრობ, ნუთუ ეს სკები ზურგზე მოკიდებული ამოიტანეს კურორტზე?


 ,,ტეკს" მიახლოებულს ვიღაც კაცი გვეძახდა: მოიცადეთ მანდო. გადაკეტილ გზასთან დაველოდე და თვალები ჩვენი ზურგჩანთებისკენ გაურბის ამ ადამიანს (უნიფორმა არ ეცვა, არც სამსახურებრივი ბარათი ეკეთა). მკაცრად დავსვი კითხვა: თუ აქ შეშვება არავისი შეიძლება, ეს ავტომობილები რატომ დადის და ჩვენი კი _ ,,ტეკს" გარეთ არის მეთქი? თქვენი მანქანის მძღოლს არ უთხოვია და რატომ შემოვუშვებდიო. რატომ უნდა ეთხოვა მძღოლს ის, რაც არ შეიძლება? თუ შეიძლებოდა, ტურისტები უნდა დავხოცილიყავით სიცხისგან მაინცდამაინც?


 ,,ახლა ჩემი უფროსი იყოს აქ და ის გაგცემდა პასუხს!" _ გამოურია ფოლადი ხმაში ,,ტეკის კაცმა" (არავის ეგონოს, რომ სიძულვილის ენას ვიყენებდე, უბრალოდ, ამ კაცის სტატუსი და სახელ-გვარი არ ვიცი). ვთხოვე, რომ უფროსისთვის დაერეკა, მაგრამ მან ,,სადაური  კაცი ხარო", დამეკითხა.


_ რად გინდა ახლა გეოგრაფია და ჩემი საცხოვრებელი? ის, რაც არ შეიძლება   ჩემთვის, არც სხვისთვის არ შეიძლება!_ განვაცხადე მკვახედ. ამ დროს მოპირდაპირე მხრიდან სამი ავტომობილი მოადგა ,,ტეკს" და ბოქლომი სწრაფად ჩაუხსნეს ლითონის განძელზე.


 არ ვიცი, ვის ეკუთვნის ინსტიტუციურად ეს ,,ტეკი", მაგრამ საყურადღებო საკითხი  მართლა. როგორც საჩხერეში მითხრეს, ამ ტერიტორიაზე კალმახიც ,,შეხრამუნდება" ხოლმეო. ამით  გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს. ალბათ მერე ნაკლებად მოუნდებათ ჩემს საძილე ტომარაზე ცქერა და ორიოდე კილოგრამი სოკოს ,,გაშმონვა". ორმაგი სტანდარტი რატომ უნდა მუშაობდეს საქართველოში ან თუნდაც საჩხერეში მოქალაქეებისთვის?

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია