დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეფორმის ექსპორტი
ქართველი ექსპერტები უკრაინელებს ანტიკორუფციული რეფორმის დაგეგმვაში ეხმარებიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/19 18:50:01

2014 წლის 19 აგვისტოს კიევშიკანონი ყველასათვისინიციატივის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდაელექტრონული ტენდერების დანერგვა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კორუფციის დაძლევის საშუალება: თანამედროვე მდგომარეობა, პერსპექტივები, ქართული რეფორმების გამოცდილება“. - ეს ინფორმაცია "გიორგი ვაშაძე - ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა" გაავრცელა.  

 

ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ქართველ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები ჯაბა ებანოიძე და ტატო ურჯუმელაშვილი, რომლებმაც საქართველოში განხორციელებული რეფორმის გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს.

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უკრაინის უმაღლესი რადას კომიტეტების ხელმძღვანელები, მათ შორის - ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ქსენია ლიაპინა, ასევე - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ანტიკორუფციული რეფორმების ხელმძღვანელი მიტრი შიმკივი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, არასამთავრებო და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

●  ელექტრონული ვაჭრობის სისტემის დანერგვის უპირატესობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში - სახელმწიფო სერვისებისა და ბიზნესის თვალსაზრისით.

●   სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის ამჟამინდელი სტატუსი.

●   სახელმწიფო შესყიდვების სისტემისა და ელექტრონული ვაჭრობის დანერგვის გამოცდილება საქართველოში.

●   საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი

 


უკრაინაში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ქართულმა საექპერტო ჯგუფმა უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, რეფორმის სტრატეგია და ელექტრონული ტენდერების დანერგვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება ქართულ გამოცდილებას და წარმოადგენს მისი განვითარების შემდეგ თაობას.

 

 

ქართველი კონსულტანტების ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურადაა ჩართული უკრანაში ანტიკორუფციული რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესშიგიორგი ვაშაძის, ჯაბა ებანოიძისა და ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს კონკრეტული პროექტები სახელმწიფო სერვისების მოდერნიზაციის (საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, სამოქალაქოა ქტები, ქონებისადაბიზნესის რეგისტრაცია, სახელმწიფო შესყიდვებისა და საბაჟო სერვისები და სხვ.)მიმართულებით.

 

 

ქართული ჯგუფის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგებია რეფორმების ფარგლებში საპილოტე რეჟიმში ამოქმედებული ელექტრონული აუქციონების სისტემა და მოდერნიზებული სახელმწიფო სერვისის საპილოტე ოფისის გახსნა. აუქციონების სისტემამ უკრაინის მხოლოდ 4 რეგიონში უკვე 1.3 მლნ უკრაინული გრივნას ოდენობის შემოსავალი შემოიტანა. ოპერატიულ ოფისში კი გამარტივებული დამომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის პილოტირება მიმდინარეობს. სექტემბრიდან იგეგმება ორივე მიმართულების მთელიუკრაინის მასშტაბით გაფართოება, რაც ეფექტური იქნება, როგორც სისტემური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2292
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია