დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში მაღაროელი დაიღუპა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/08/07 08:56:00

ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილ შუქრუთის მაღაროში, დენის დარტყმის შედეგად,  ერთი მაღაროელი, 52წლის ზაალ ტყემალაძე  დაიღუპა. ის ელმავლის მემანქანე იყო.


სავარაუდოდ, მისი ელმავალი დაზიანდა და როცა შეკეთებას ცდილობდა, დენმა დაარტყა.

რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები და გარდაცვალების სხვა ზუსტი დეტალები ექსპერტიზით გაირკვევა.

"ჯორჯიანმანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ზაალ ტყემალაძის დაკრძალვის ხარჯებს ორგანიზაცია აანაზღაურებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია